обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
14.03.2017

   ზაარბრიუკენის ხიდის, დედა ენისა და 9 მარტის ბაღების ტერიტორიაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 15 მარტიდან 31 დეკემბრამდე, დედა ენისა და 9 მარტის ბაღებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

 

ავტობუსები N20, N23 და N95 და მიკროავტობუსები N6, N10, N35, N49, N50, N67, N109, N118, N140, N149, N150 და N200 ათონელის ქუჩისკენ გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან შეუხვევენ ჯერ ტოლსტოის, შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩაზე, გადაკვეთენ ბარათაშვილის ხიდს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

 

ავტობუსები N20 და N23 ზაარბრიუკენის მოედანზე მოსახვედრად გაივლიან ბარათაშვილის ხიდს, ჩაუხვევენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან ხეთაგუროვის ქუჩას დაუკავშირდებიან, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

 

სხვა ზემოთჩამოთვლილი მარშრუტები ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ხიდის ქუჩიდან ჩაუხვევენ იუსტიციის სახლისკენ, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ავლენ პანდუსზე, საიდანაც ზაარბრიუკენის ხიდს დაუკავშირდებიან.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

19.12.2017

      ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, ჯორჯაძის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

01.09.2017

ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო, 29 აგვისტოს 18:00 საათიდან, ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება. შესაბამისად, N4, 10, 106, 103, 112, 20 და 90 ავტობუსების ბოლო გაჩერება იქნება ვეკუას ქუჩის დასაწყისში და არა – ორბელიანის მოედანზე.

 

11.12.2017

      მტკვრის ქუჩის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოების დროს, 0,7 მეტრის სიღრმეზე ძველი აგურის წყობით ნაშენი კედლები აღმოჩნდა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები დროებით შეჩერდა.

04.08.2017

   ორბელიანის მოედანზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო,  4 აგვისტოს 22 საათიდან ათონელის ქუჩაზე მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
   შესაბამისად, მშრალი ხიდიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები და N20 და N23 ავტობუსები ზაარბრიუკენის მოედნიდან მოძრაობას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. N20 ავტობუსი და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე შეუხვევენ, ხოლო N23 ავტობუსი კონკასთან გაჩერდება. ზემოთნახსენები საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემით იმოძრავებს.

TOP