обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


გუდიაშვლის მოედანზე სამ არქიტექტურულ პროექტზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
25.02.2016

  თბილისის განვითარების ფონდმა  გუდიაშვილის მოედანზე მდებარე  გია აბესაძის ქ. 23/1, აბო თბილელის ქ. 3/8 და N3- ის არქიტექტურულ პროექტებზე საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის და  ისტორიულ გარემოსთან ადაპრიტერებული თანამედროვე შენობის საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოვლენა.

    კონკურსის შედეგად შეიქმნება ისეთი პროექტები,  რომლებიც თავისი ...ფუნქციით, ფორმებით და მასშტაბით გუდიაშვილის მოედნის განაშენიანების შესატყვისი იქნება. გუდიაშვილის მოედანზე შეიქმნება ახალი, თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები, რომლებსაც კულტურული და საზოგადოებრივი ფუნქციური დატვირთვა ექნება. ახალი თანამედროვე შენობები, ხელს შეუწყობს ისტორიული უბნის განვითარებას, ახალი ტურისტული ნაკადების გაჩენას და გუდიშვილის მოედნის არეალის გამოცოცხლებას. საკონკურსო წინადადების მიხედვით, გია აბესაძის ქუჩა N23/1 - ში შეიქმნება გალერეის ფუქნქციის სივრცე, ხოლო აბო  თბილელის ქ.3/8 და აბო თბილელის ქ.3-ში სასტუმროს, კაფე-ბარის, პარკინგის და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა  სივრცეები შეიქმნება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა არქიტექტორს, ინტერდისციპლინარულ ჯგუფს, ორგანიზაციას, ან არქიტექტურულ სახელოსნოს. კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სტუდენტებსა და საკონკურსო კომისიის წევრებთან საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთობებში მყოფ პირებს.

აბო თბილელელის ქ. N3/8 და N3-ში ში პროექტის შესდივის სავარაუდო ღირებულება  186 000 ლარია, ხოლო გია აბესაძის 23/1  პროექტის ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს. საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება 16 მარტიდან და მთავრდება 21 მარტს (აბო თბილელის ქ. 3/8 დაN3 16:00 საათამდე, აბესაძის ქ. N23/1  14:00 საათამდე). წინადადებების მიღება მოხდება ელექტონული წესით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე. საკონკურსო კომისიაში მოწვეულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და არქიტექტორები. კონკურსების  შესახებ დეტალური ინფორმაცის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=178765&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=178626&lang=ge

ასევე, თბილისის განვითარების ფონდის ვებ გვერდზე

http://www.tdf.ge/i…/2014-11-07-15-06-09/2014-11-08-17-10-32

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 32 2 47 00 14 ; info@tdf.ge; g.magradze@tdf.ge

 

გმადლობთ,

თბილისის განვითარების ფონდის ადმინისტრაცია

Здесь новые шаблоны для dle
TOP