обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
28.03.2016

  პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე,  საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება.

    აღნიშნულ მონაკვეთში, ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება სასმელი წყლის მიწოდების ცენტრალური მილი,  სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები. გამზირზე დამონტაჟდება ელექტროობისა და გაზმომარაგების ახალი სისტემები, ასევე განახლდება ინტერნეტ და სატელეფონო კაბელები.

 

დაგეგმილი საკომუნიკაციო სამუშაოების გამო, უახლოეს დღეებში პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის დასრულებამდე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვთში.

 

საავტომობილო მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები  თბილისის საპატრულო პოლიციასთან ერთად მუშაობენ ალტერნატიული სატრანსპორტო სქემის ჩამოყალიბებაზე, რათა გზის გადაკეტვის გამო არ მოხდეს შეფერხება გზებზე და მოიძებნოს ადგირლობივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი ალტერნატიული სქემა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 32 2 47 00 14 ; info@tdf.ge;

 

გმადლობთ,

თბილისის განვითარების ფონდის ადმინისტრაცია

Здесь новые шаблоны для dle
TOP