обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное

 25.07.2017

   ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღის ბოლოდან, ჭანტურიას ქუჩაზე - თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან ათონელის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 07.06.2017

   პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი იწყება. პროექტის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდი  ორბელიანის მოედანზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ოთხი თვის ვადაში დასრულდება.
სამუშაოები  ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე შვიდ  ქუჩაზე: ათონელის, ვირსალაძის, ხიდის, ფურცელაძის, ფხოვის, სობჩაკის (ყოფილი ხაზინის ქუჩა) და თაბუკაშვილის ქუჩებზე განხორციელდება.

28.03.2016

  პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე,  საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება.

10.03.2017

საველე სკოლის პროექტი, რომელიც ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ და „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ თანადაფინანსებით, იწვევს 17-დან 40 წლამდე რესტავრაციისა და ქვის თლის სფეროთი დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამის სფეროში გადამზადების მიზნით..

25.02.2016

  თბილისის განვითარების ფონდმა  გუდიაშვილის მოედანზე მდებარე  გია აბესაძის ქ. 23/1, აბო თბილელის ქ. 3/8 და N3- ის არქიტექტურულ პროექტებზე საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის და  ისტორიულ გარემოსთან ადაპრიტერებული თანამედროვე შენობის საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოვლენა.

TOP