обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


ქალაქმშენებლობის თემაზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

 

 22.05.2015

    დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, თბილისის მერი დავით ნარმანია გახსნის საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ქალაქმშენებლობა, ინფრასტრუქტურა, მდგრადი განვითარება“. 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან თბილისის განვითარების ფონდი თბილისის არქიტექტურის სამსახური, კომპანია “Georgia Builds”,  ევროპის არქიტექტორთა ქსელი (ENA) და თბილისის ენერგეტიკის სააგენტო (TEA).

 

კონფერენციაზე , რომელშიც   „caucasus build  2015“-ის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის არქიტექტორთა ქსელი “ „ENA”-ს დელეგაცია მონაწილეობს, განიხილება თბილისის განვითარების სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის წყლის სისტემების რეკონსტრუქციის, წყალარინებისა და ინფრასტრუქტურის ინოვაციური კონცეფციები და სხვა. 

 

ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებზე პრეზენტაციებს გამართავენ ENA”-სპრეზიდენტი ურბან კნაპი და სხვა მომხსენებლები. წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები ქალაქების ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით. ქართველი და უცხოელი სპეციალისტები განიხილავენ პრობლემებს, რომელიც აქტუალურია მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქალაქებისთვის. პრეზენტაციებში უცხოელი სპეციალისტები წარმოადგენენ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც საჭიროა ძველი შენობების ენერგოეფექტური სანირებისთვის (ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება მშენებლობაში) .

 

კონფერენციაზე მიწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლები, 

 

არქიტექტორთა კავშირი, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია, მწვანეთა მოძრაობა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ბრიტანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები.

 

თბილისის განვითარების ფონდი და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვან არქიტექტურულ ორგანიზაციებთან, რათა ქალაქისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები ახალი მიდგომებით, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით და სწორი დაგეგმარების მიმართულებით წარიმართოს.

 

 პუბლიკაციის წყარო http://commersant.ge

 

 

 

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP