обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


თბილისში ქალაქმშენებლობასა და მდგრად განვითარებაზე კონფერენცია გაიხსნება

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

 22.05.2015

   

სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, თბილისის მერი დავით ნარმანია, საერთაშორისო კონფერენციას გახსნის. კონფერენციის თემა – ქალაქმშენებლობა, ინფრასტრუქტურა, მდგრადი განვითარება – იქნება.

 

კონფერენციის ორგანიზატორები, თბილისის განვითარების ფონდი, თბილისის არქიტექტურის სამსახური, კომპანია Georgia Builds, ევროპის არქიტექტორთა ქსელი (ENA) და თბილისის ენერგეტიკის სააგენტო (TEA), არიან. 

 

 

კონფერენციაზე , რომელშიც Caucasus Build 2015-ის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის არქიტექტორთა ქსელი ENA-ს დელეგაცია მონაწილეობს, თბილისის განვითარების სხვადასხვა ასპექტები განიხილება, მათ შორის წყლის სისტემების რეკონსტრუქციის, წყალარინებისა და ინფრასტრუქტურის ინოვაციური კონცეფციები.

 

ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებზე, პრეზენტაციებს, ENA-ს პრეზიდენტი ურბან კნაპი და სხვა მომხსენებლები გამართავენ. პრეზენტაციები, ქალაქების ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით იქნება წარმოდგენილი.

 

ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, იმ პრობლემებს განიხილავენ, რომლებიც, მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქალაქებისთვისაა აქტუალური. პრეზენტაციებში, უცხოელი სპეციალისტები, იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს წარმოადგენენ, რომლებიც, ძველი შენობების ენერგოეფექტური სანირებისთვისაა საჭირო.

 

კონფერენციაზე, საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლები, არქიტექტორთა კავშირი, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისია, მწვანეთა მოძრაობა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ბრიტანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები არიან მიწვეულები.

 

თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური, მსოფლიოს წამყვან არქიტექტურულ ორგანიზაციებთან, მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა ქალაქისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები, ახალი მიდგომებით, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით და სწორი დაგეგმარების მიმართულებით წარიმართოს.

 

 პუბლიკაციის წყარო http://ipress.ge

 

 

 

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP