обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


დავით ნარმანიამ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

 22.05.2015

    დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ სასტუმრო "რედისონში" საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, თემაზე – "ქალაქმშენებლობა, ინფრასტრუქტურა, მდგრადი განვითარება". 
კონფერენციის ორგანიზატორები არიან თბილისის განვითარების ფონდი, თბილისის არქიტექტურის სამსახური, კომპანია "Georgia Builds", ევროპის არქიტექტორთა ქსელი (ENA) და თბილისის ენერგეტიკის სააგენტო (TEA).

 

    კონფერენციაზე განიხილება თბილისის განვითარების სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის, წყლის სისტემების რეკონსტრუქციის, წყალარინებისა და ინფრასტრუქტურის ინოვაციური კონცეფციები.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქალაქში რამდენიმე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა გაკეთდა, პარტნიორებთან ერთად, მომავლის ქალაქის კონცეფციის მომზადება დაიწყო, უკვე განხორციელდა გენერალური გეგმის წინამოსამზადებელი სამუშაოები. მანვე კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრა და ამ კუთხით, ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებული პროექტები, მზიურის ტერიტორიის განაშენიანების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის ჭალებისა და მტკვრის სანაპიროს განაშენიანების რეგულირების გეგმასთან დაკავშირებული პროექტები გამოყო.
კონფერენციაზე იმყოფებოდა ევროპის არქიტექტორთა ქსელის (ENA) პრეზიდენტი, ურბან კნაპი.
"ჩვენ ერთი წლის წინ ჩამოვედით და ქალაქში დაგვხდა ძალიან დინამიური მმართველი ჯგუფი. ჩამოვედით, რადგან ეს ქალაქი ძალიან ლამაზია, რათა მონაწილეობა მიგვეღო თბილისის, ისევე როგორც სხვა ქალაქების განვითარებაში, წინსვლაში. სწორედ ამიტომაც ვართ შეხვედრზე მოწვეულები", - აღნიშნა ურბან კნაპმა.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, სხვადასხვა უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები.

 

 პუბლიკაციის წყარო interpressnews.ge

 

 

 

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP