обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის შექმნის პროექტზე შეხვედრა იმართება

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

 05.06.2015

     თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის შექმნის პროექტზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობს.

 

შეხვედრაში მონაწილეობენ თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის განვითარების ფონდი, შპს "გეოგრაფიკი", მერიის არქიტექტურის სამსახური, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი და არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები. თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების პროექტზე კონკურსი თბილისის განვითარების ფონდმა სამი თვის წინ გამოაცხადა. თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონფენციაზე გამარჯვებული კომპანიაა შპს "გეოგრაფიკი", რომელიც პროექტზე უკვე დაახლოებით ორი თვეა მუშაობს. 

 

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, პროექტზე მომუშავე კომპანია მიმდინარე სამუშაოების შესახებ პრეზენტაციას წარადგნეს.

"ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის. აუცილებელია ქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული კვლევა ჩატარდეს, რადგან მთელი რიგი შენობებია, რომელთაც თავის დროზე ხელოვნურად მიენიჭათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისოტირული საზღვრები და ამ საზღვრების ფარგლებში მიდგომები განსხვავებული უნდა იყოს. თუკი რაიმე სახის სამუშაოებს ჩავატარებთ ის მემკვიდრეობის წესების დაცვით უნდა განხორციელდეს. დღევანდელი შეხვედრა გავაკეთეთ იმისთვის, რომ, ვნახოთ ამ ეტაპზე, რა მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდა და ასევე, შევისწავლოთ ის, რისი განხორციელებაც იგეგმება", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 

შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანია თბილისის ისტორიული ნაწილის ლანდშტაფური გარემო გამოვლინდეს და განსაკუთრებული ფასეულობები დაზუსტდეს, რომლის დაცვისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობები შეიქმნება.

 

ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის პროექტის ღირებულება 215 000 ლარს შეადგენს, ხოლო შესრულების ვადად განსაზღვრულია 6 თვე. 

 პუბლიკაციის წყარო http://medianews.ge

  

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP