обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


თბილისს ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფცია 6 თვეში დასრულდება

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

 05.06.2015

   თბილისის მერიამ  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების  კონცეფციის შექმნის პროექტზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში ოფიციალური შეხვედრა გამართა. 

   თბილისის მერიის ინფორმაციით, ძველ თბილისში შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილის ავარიულობის გამო, საჭირო გახდა ქალაქის ისტორიული ძეგლების შენარჩუნების, აღდგენისა და განვითარების კონცეფციის შემუშავება სათანადო კვლევების საფუძველზე. კვლევის არეალად განისაზღვრა, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ძირითად რუკაზე არსებული 1768 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტოს მიერ, 2007 წელს დადგენილი ნუსხის მიხედვით შეირჩა.

ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების  პროექტზე, კონკურსი თბილისის განვითარების ფონდმა 3 თვის წინ გამოაცხადა. თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციაზე, გამარჯვებული კომპანია შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი  „გეოგრაფიკი“ დაახლოებით 2 თვეა მუშაობს.

კომპანია „გეოგრაფიკის“ მოწვევით, სპეციალურად ამ პროექტზე სამუშაოდ  ჰოლანდიიდან ჩამოვიდა ცნობილი ურბან-ეკონომისტი  ალე ელბერსი, რომელიც „გეოგრაფიკის“ საავტორო ჯგუფში ექსპერტის რანგში იმუშავებს.

პროექტის მიზანია, თბილისის ისტორიული ნაწილის ლანდშაფტური გარემო გამოვლინდეს და  განსაკუთრებული ფასეულობები დაზუსტდეს, რომლის დაცვისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობები შეიქმნება. კვლევების შედეგად, ასევე მოხდება კულტურული მემკვიდრეობის საზღვრების დადგენაც. 

პროექტი ემსახურება ძეგლის სტატუსის მქონე შენობების და ისტორიული ლანდშაფტის ავთენტურობისა და მთლიანობის დაცვას, მართვის გაუმჯობესებას, რაც საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლების გადარჩენისათვის აუცილებელია. სამუშაოს ფარგლებში ჩატარდება დეტალური კვლევა და შეიქმნება დოკუმენტი  „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“  ტერიტორიის სივრცითი განვითარების რეგულირებისათვის, საქართველოს კანონმდებლობისა და მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკის შესაბამისად.

თბილისის ისტორიულ ნაწილში განხორცილედება შენობა-ნაგებობის აღნუსხვა, რეალური მდგომარეობის ვიზუალური შეფასება და ამ არეალის ძირითადი ნიშან-თვისებების განსაზღვრა. ცალკეულ ზონებზე მოხდება პრიორიტეტების კლასიფიკაცია ავარიულობის ხარისხისა და ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით.

შეიქმნება ქალაქისურბანული ქსოვილის გაუმჯობესების გეგმა უბნების მიხედვით, ხოლო თითოეულ უბანში  შეფასდება  არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და დაისახება მათი განვითარების გეგმა.

ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების  კონცეფციის  პროექტის  ღირებულება 215 000 ლარს შეადგენს, ხოლო შესრულების ვადად განსაზღვრულია 6 თვე. 

 პუბლიკაციის წყარო http://ipress.ge 

Здесь новые шаблоны для dle
TOP