обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


პრემიერი: დღეს კახი იწყებს თბილისის განვითარების ახალ ეტაპს, წარმატებებს ვუსურვებ

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
 11.12.2017

    "დღეს კახი იწყებს თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს, რომელშიც მინდა დიდი წარმატება ვუსურვო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

    "დღეს ძალიან კარგი დღეა, ვიწყებთ პროექტს, საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ორბელიანის მოედანი ყოველვის განსაკუთრებული ადგილი  იყო. ამ ადგილად განსაკუთრებულად იგრძნობოდა ის ჰარმონია რომელიც თბილისს გამოარჩევს ყველა სხვა ქალაქისგან. აქ სიძველე და პროგრესი ერთმანეთს ერწყმის და სწორედ "ახალი ტფილისი" არის ამ სიძველის და სიახლის გამაერთიანებელი, შემაერთებელი უმნიშვნელოვანესი. პროექტი რომელიც დავით ნარმანიამ დაიწყო, ძველი აღმაშენებლის რეაბილიტაცია განხორციელდა, და ეს არის დღეს ყველასთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი  ადგილი", - განაცხადა პრემიერმინისტრმა პრეზენტაციაზე. 

ცნობითვის, პროექტი მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. 

პროექტის საერთო ღირებულება 52 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტით დაფინანსდება. ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს.

 

პუბლიკაციის წყარო www.ipress.ge

 

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP