обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


კახა კალაძე - ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები, დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
 11.12.2017

აქ აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ორბელიანის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

    „პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის ამ კონკრეტულ უბანში არსებული ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ აქ აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება. ეს მოედანი, ეს პროექტი არის შემადგენელი ნაწილი იმ დიდი კონცეფციისა, რომელიც მთლიანად ძველი, ისტორიული თბილისის რეაბილიტაციას მოიცავს. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქალაქი არის ტურისტულად მიმზიდველი. გვაქვს მიზანი, რომ ეს მიმზიდველობა გაიზარდოს. ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქალაქში, თუმცა, პოტენციალი ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კალაძემ ორბელიანის მოედანზე, მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

 

პუბლიკაციის წყარო www.interpressnews.ge

 

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP