обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


ყავლაშვილის ქუჩაზე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
 04.01.2018

ყავლაშვილის ქუჩის N9-ში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ყავლაშვილის ქუჩაზე თბილისის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. 

    

კრწანისის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციიის პროგრამით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით დაიშალა ავარიული შენობა, რომლის ნაცვლად აშენდა ახალი სახლი, დაზიანებული სახურავი კი ახალი თუნუქის სახურავით შეიცვალა. ასევე შეიცვალა საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი. ისტორიულ შენობაში მცხოვრებ 10-მდე ბინათმესაკუთრეს რეაბილიტაციის შემდეგ ახალი საცხოვრებელი ბინები ჩაბარდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 612 574 ლარია. 

პუბლიკაციის წყარო https://1tv.ge

 

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP