обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


ყავლაშვილის N9-ში ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
 04.01.2018

ყავლაშვილის N9-ში ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. ისტორიული შენობაში მცხოვრებ 8 ოჯახს დღეს ახალი საცხოვრებელი ბინები ჩაბარდა.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი ადგილზე გაეცნენ. 

   საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. გაწეული სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 612 574 ლარი დაიხარჯა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მალხაზ ლეკვეიშვილისა და ნინო გრიქუროვას პროექტის მიხედვით განახლდა.

პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით დაიშალა ავარიული შენობა, აშენდა ახალი საცხოვრებელი სახლი. შეიცვალა დაზიანებული სახურავი. გამოიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი, რესტავრაცია ჩაუტარდა ხის დეკორაციებს. განახლდა ძველი კარ-ფანჯარა და კეთილმოეწყო ეზოები.

პუბლიკაციის წყარო https://imedinews.ge

 

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP