обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное

 08.06.2017

     განახლებული აღმაშენებელის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, „ევროპა ნოსტრას“ 2017 წლის კონკურსში გამარჯვებულად დასახელდა.  
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის განვითარების ფონდიდან“ აცნობეს, თბილისის მერიის და „თბილისის განვითარების ფონდის“ პროექტი „ახალი ტფილისი“, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციით, „ევროპა ნოსტრას“ 2017 წლის კონკურსში, კონსერვაციის ნომინაციაში გამარჯვებულ პროექტად დასახელდა.

 ფონდის ინფორმაციით, 2016 წელს დავით აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულმა რეაბილიტაციამ, კულტურული მემკვიდრეობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ჟიურის განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა. „ევროპა ნოსტრა“ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსია, სადაც ჯილდო კულტურული მემკვიდრეობის დარგში საუკეთესო მიღწევებისთვის ენიჭება სხვადასხვა მიმართულებით: კონსერვაცია, კვლევა, განათლება, ტრენინგი და ცნობიერების ამაღლება. ევროპის წამყვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრას“, სახელგანთქმული საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო ხელმძღვანელობს. მასში გაწევრიანებულია 250 ორგანიზაცია (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციები და ფონდები), 150 ასოცირებული ორგანიზაცია (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობა და კორპორაციები), აგრეთვე 1500-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი“, - აცხადებენ ფონდში.
მათივე ინფორმაციით, პროექტი „ახალი ტფილისი“ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციით, „ევროპა ნოსტრას“ ოფიციალურ ვებ გვერდზე სხვადასხვა ქვეყნების გამარჯვებულ საუკეთესო პროექტებს შორისაა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინსვლა და საერთაშორისო აღიარებაა.

http://www.interpressnews.ge

 

      

 

 01.06.2017

    The Special Mentions of the European Union Prize for Cultural Heritage / Europa Nostra Awards 2017 were made public today by Europa Nostra and the European Commission. This year, the Awards’ Jury granted Special Mentions to 13 heritage achievements from 11 European countries taking part in the Creative Europe programme of the European Union....

იგეგმება.წყარო:http://www.europanostra.org

 

      

 

 22.02.2017

     თბილისის განვითარების ფონდმა 3 ისტორიულ ძეგლზე სარეაბილიტაციო პროექტის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა. საპროექტო დავალება მოიცავს: წინამძღვრიშვილის ქუჩის N1 და N39-ში და რომის ქუჩის N4-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადებას, რომლის მიხედვით არსებული შენობების აღდგენითი სამუშაოები დაიგეგმება.
როგორც „სითი კვირას“ თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს, არქიტექტურული პროექტები “ახალი ტფილისის” ფარგლებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, საკონკურსო წინადადებების მიღება დაწყებულია და 13 მარტს, 15:00 – 17:00 საათამდე დამთავრდება.
რომის ქუჩა N4-ში მდებარე სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 900 ლარს, წინამძღვრიშვილის ქუჩის N1 – ის 132 000 ლარს, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩის N 39-ში მდებარე სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 76 000 ლარს შეადგენს.
საკონკურსო პირობების დეტალურად გაცნობა, შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=220219&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=220226&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=220228&lang=ge

პუბლიკაციის წყარო: http://www.city.kvira.ge

      

 

 18.05.2017

     თბილისის მერია და ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ქუჩის განვითარება და რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები 2017 წლის ბოლომდე მომზადდება და სამუშაოები 2018 წელს დაიწყება.

http://www.interpressnews.ge

 

      

 

 09.01.2017

     თბილისის განვითარების ფონდმა შოთა რუსთაველის გამზირ N 14 და N16 - ში მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია - რესტავრაცია დაასრულა. სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. შოთა რუსთაველის გამზირ N 16 -ში :  აღდგა ფასადის დაზიანებული ადგილები;  რესტავრაცია ჩაუტარდა სადარბაზოს ხის კარებებს;  ფასადის გასწვრივ მთელს პერიმეტრზე გამოიცვალა დაზიანებული თუნუქის სახურავი; შოთა რუსთაველის გამზირ N14-ში : • რესტავრაცია ჩაუტარდა ეზოს ლითონის ჭიშკარს და სადარბაზოს ძველებურ ხის კარებებს.       

პუბლიკაციის წყარო: http://businesscontract.ge

      

 

TOP