обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное

 03.08.2016

ლისის ტბის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
 
პროექტს ქალაქ თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებენ. როგორც თბილისის განვითარების ფონდში "ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადეს, ახალი საფარი 2,5 კმ. სიგრძეზე მოეწყო, ხოლო მთლიანად წრიული სიგრძე დაახლოებით 3 კმ.ს. შეადგენს.
პროექტისთვის ჯამში 2.5-2.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე დასრულებულია ბეტონის საფარის მოწყობა და მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი.
პროექტი შემოვლითი ბილიკის მოწყობის გარდა, განათების სისტემის დამონტაჟებასაც ითვალისწინებს

    

 

   

 

პუბლიკაციის წყარო: http://businesscontact.ge

      

 

 21.04.2016

     თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ განხორციელება დაიწყო. მისი პირველი ეტაპი დავით აღმაშენებლის გამზირის (აღმაშენელის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე), მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტი „ახალი ტფილისი“, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, თბილისში დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარებას გულისხმობს, სადაც ერთმანეთს ლოგიკურად დაუკავშირდება სარეაბილიტაციო და უკვე რეაბილიტირებული არეალები.

.       

 09.06.2016

     პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში თბილისის განვითარების ფონდის მიერ ისტორიული სადარბაზოების აღდგენა მიმდინარეობს. თბილისის განვითარების ფონდის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დავით აღმაშენებლის გამზირ N26 – ში, დავით აღმაშენებლის გამზირ N72- სა და ღვინის აღმართ N1- ში მხატვრულად გაფორმებული ისტორიული სადარბაზოები აღმოჩნდა, რომელიც საღებავის სქელი ფენით იყო დაფარული და მათი არსებობა სპეციალისტების კვლევებშიც არ იყო ცნობილი.       

 13.04.2016

      შალვა დადიანის და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაზე N34/17-ში მდებარე ისტორიულ საცხოვრებელ სახლს სრული რეაბილიტაცია და რესტავრაცია ჩაუტარდება. ასევე, გამაგრდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მომიჯნავედ, შალვა დადიანის ქ. N32-ში მდებარე შენობას,-ამის შესახებ მერიიდან იუწყებიან.       

TOP