обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
 11.12.2017

ათონელისა და ფხოვის ქუჩები საფეხმავლო გახდება.
ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაიდარაშვილმა ორბელიანის მოედნის რეაბლიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე აშენდება ავტოსადგომი, დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება, ამასთან, 3 კომერციული ობიექტის მშენებლობაც მოხდება. 

 11.12.2017

    "დღეს კახი იწყებს თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს, რომელშიც მინდა დიდი წარმატება ვუსურვო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

 24.11.2017

    თბილისის მერმა კახა კალაძემ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და გზის დაგების სამუშაო დაათვალიერა. გაიხსნა ვირსალაძის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან დამაკავშირებელი და ხიდის ქუჩის რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელი გზები.

 24.11.2017

    თბილისის მერი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონში, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის ნაწილშიც   საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები და შესაბამისი მონიშვნებით გზის საფარის დაგების პროცესი დასრულებულია. კახა კალაძე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად გაეცნო.

 24.10.2017

    შარშან თბილისის განვითარების ფონდმა დაიწყო მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ისტორიული სადარბაზოების აღდგენა-განახლების პროგრამა. დასრულდა სამი სადარბაზოს რეაბილიტაცია, ამ დღეებში კი გამოცხადდება ტენდერი კიდევ სამი სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

TOP