обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
 28.09.2014

თბილისის განვითარების ფონდში გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პროექტებზე საჯარო განხილვა გაიმართა თბილისის განვითარების ფონდის საზოგადოებრვი დარბაზის შეხვედრაზე განხილულ იქნა, გუდიაშვილის მოედანთან არსებული მემკვიდრეობა, როგორც პროექტების, ასევე დაფინანსების კუთხით. გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული ძეგლების და სახლების მომავალზე განვითარების ფონდის მიერ მოწვეულმა სტუმრებმა იმსჯელეს. მათ შორის იყვნენ: არქიტექტორთა კავშირი, ასოციაცია ინჟინრული აზრი, დამოუკიდებელი ექსპერტები, ხელოვნებათმცოდნეები, არასამთავრობო ორგანიზაცია ტფილისის ჰამქარი, საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, არქიტექტორ-ინსტრუქტორები  და ადგილობრივი მოსახლეობა.

 26.09.2014

 

თბილისის განვითარების ფონდი, ქალაქის დასუფთავების სამსახურთან ერთად აწყობს ერთობლივ აქციას თბილისის ძველი უბნების დასასუფთავებლად  თბილისის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ერთობლივი აქცია 27 სექტემბერს დილის 11 საათზე გუდიაშვილის ბაღში, ხოლო 12 საათზე ბოტანიკურის ქუჩაზე ჩატარდება. აქციაში მონაწილეობას ფონდისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები მიიღებენ.

 
24.09.2014

თბილისის განვითარების ფონდში 28 სექტემბერს, 11 საათზე გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული ძეგლების თემაზე იმსჯელებენ. როგორც ფონდში აცხადებენ, განხილვის თემა გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული ძეგლების დაცვა და აღდგენაა. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ : თბილისის განვითარების ფონდი, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“, საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, ხელოვნებათმცოდნეები, ქალაქ თბილისის არქიტექტურული სამსახური,კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი,მედიის წარმომადგენლები, მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული პირები.

TOP