обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное

 13.11.2015

    თბილისის მერიამ გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო. სამუშაოებს ადგილზე თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი გაეცნენ.

    თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციას აღდგენა-შენარჩუნების გეგმის მიხედვით ახორციელებს. მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია და ინტენსიურ რეჟიმში მიმდენარეობს. 

 05.06.2015

   თბილისის მერიამ  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების  კონცეფციის შექმნის პროექტზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში ოფიციალური შეხვედრა გამართა. 

 05.06.2015

   თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციაზე მომუშავე კომპანია „გეოგრაფიკის“ წარმომადგენლებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელები, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლები, აქრიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები. 

 05.06.2015

     თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის შექმნის პროექტზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობს.

 

შეხვედრაში მონაწილეობენ თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის განვითარების ფონდი, შპს "გეოგრაფიკი", მერიის არქიტექტურის სამსახური, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი და არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები. თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების პროექტზე კონკურსი თბილისის განვითარების ფონდმა სამი თვის წინ გამოაცხადა. თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონფენციაზე გამარჯვებული კომპანიაა შპს "გეოგრაფიკი", რომელიც პროექტზე უკვე დაახლოებით ორი თვეა მუშაობს. 

 22.05.2015

    დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ სასტუმრო "რედისონში" საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, თემაზე – "ქალაქმშენებლობა, ინფრასტრუქტურა, მდგრადი განვითარება". 
კონფერენციის ორგანიზატორები არიან თბილისის განვითარების ფონდი, თბილისის არქიტექტურის სამსახური, კომპანია "Georgia Builds", ევროპის არქიტექტორთა ქსელი (ENA) და თბილისის ენერგეტიკის სააგენტო (TEA).

 

 22.05.2015

    დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, თბილისის მერი დავით ნარმანია გახსნის საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ქალაქმშენებლობა, ინფრასტრუქტურა, მდგრადი განვითარება“. 

TOP