обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное

 

 25.03.2015

თბილისის განვითარების ფონდი ღვინის აღმართის რეაბილიტაციას იწყებს, რომელიც 2015 წლის საბიუჯეტო პროგრამით დაფინანსდება. პირველ ეტაპზე, ღვინის აღმართზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის, სამ სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვაზე კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსი შეეხება, ღვინის აღმართი N1, N3, და N5-ში მდებარე შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის და ნაწილობრივი რეკონსტრუქციის პროექტს, ღვინის აღმართი N7-ში მდებარე შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციასა და ღვინის აღმართი N8-ში მდებარე ფასადების რეაბილიტაციის პროექტს.

19.03.2015


ლადო ძნელაძის ძალისხმევით, აღმაშენებლის #184-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მოხდება 
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატის ლადო ძნელაძის ინიციატივით, აღმაშენებლის #184-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნული სახლისთვის თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში თანხის გათვალისწინება ლადო ძნელაძის ძალისხმევით განხორციელდა. 
აღმაშენებლის #184-ში მაცხოვრებლებს დღეს თბილისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე, ასევე თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თემურ ხომერიკი შეხვდნენ და შენობის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

17.03.2015


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების" დახურულ სხდომაზე თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, თემურ ხომერიკს მოუსმინეს . შეხვედრა საკრებულოს დეპუტატების ინიციტიავით გაიმართა.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი მუსხელიშვილმა განმარტა, აღნიშნული შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დედაქალაქის მერმა ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრებს ფრაქციის სხდომაზე მისვლაზე უარი განუცხადა. 
,,თბილისის მერის საკრებულოში მოწვევა ზოგადად მერიისა და საქალაქო სამსახურების მუშაობის შეფასებას, ასევე ჩვენს შენიშვნებსა და რჩევებს ემსახურებოდა. ფრაქციის წერილზე ბატონმა დავით ნარმანიამ სატელევიზიო კომენტარით უპასუხა და განაცხადა, რომ ის არ შეხვდება "ცალკეულ ჯგუფებს" და საკრებულოში აპრილის დასაწყისში მიბრძანდება. 

 
09.02.2015


"ეს ფონდი წლების განმავლობაში იყო პოლიტიკური ფულის სამრეცხაო" თბილისში ძალიან ბევრი ისტორიული შენობაა, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამავე დროს, დედაქალაქში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ავარიულ სახლებს, რომლებიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ სიტუაციაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორ საკითხს: როგორ წარიმართება ქალაქის ისტორიული უბნების ბედი და რამდენად იქნება დაცული თბილისის მკვიდრთა სიცოცხლე და უსაფრთხოება. bpn.ge გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის განვითარების ფონდის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან - თემურ ხომერიკთან:

 
28.01.2015


ინტერვიუ "თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელთან თემურ ხომერიკთან

- ბატონო თემურ, პირველ რიგში, გთხოვთ შევაჯამოთ 2014 წელი, რა პრობლემები გამოიკვეთა და რით იყო გამორჩეული თბილისის განვითარების ფონდისთვის? 
- 2014 წელს თბილისის განვითარების ფონდმა საქმიანობა დაასრულა იმით რომ 48 ოჯახი დაუბრუნდა თავის საცხოვრებელს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, ვინაიდან ადამიანები წლების განმავლობაში ცდილობდნენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ გვყავს 400-მდე ოჯახი, რომელიც ელოდება საკუთარ სახლში დაბრუნებას. ესენი არიან თბილისის მოსახლეობა, რომლებიც ქალაქის ცენტრში ცხოვრობდნენ და დაენგრათ სახლები. სამწუხაროდ, 2013 წლამდე დანგრეულ შენობათა უმეტესობა ისტორიული მნიშვნელობის იყო. მოსახლეობის შენობებიდან გამოყვანის შემდეგ სამშენებლო სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, ცალკეული შენობები უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე იყო. გარდა ამისა, 2014 წელს დაზიანდა სხვა სახლებიც. ზოგიერთი შენობა ისეა დაზიანებული, რომ მოსახლეობა ფაქტობრივად, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაშია. ძალიან დიდი სახსრების მობილიზება სჭირდება იმას, რომ ძველი თბილისის პრობლემები სრულად გადაწყდეს. სახლების უმეტესობა უსაძირკვლოა ანუ, ფაქტობრივად, ზედაპირზე, პირდაპირ ქანებზეა დაშენებული. უბნებში, რომლებშიც ჩვენ შევდივართ, თავიდან გვიწევს სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების მოწყობა. ამას ემატება ისიც, რომ უხვი წვიმის შემთხვევაში წარმოიქმნება მიწისქვეშა წყლები, ემატება გრუნტის წყლებიც და ვიღებთ ე.წ ბალიშებს, რომელზეც დგას შენობები. თუ ჩვენ გაუაზრებლად ვახლეთ ხელი ამ სისტემას, ეს გამოიწვევს მდგომარეობის გაუარესებას. 

 
06.10.2014


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი არ არის ჯერ–ჯერობით შეთანხმებული და თემის ირგვლივ უფრო მასშტაბური შეხვედრები იგეგმება. მისივე თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც პროცესში, საკითხით დაინტერესებულ პირთა მაქსიმალურად დიდი რაოდეონობა ჩაერთვება. „გუდიაშვილის სკვერი კრწანისის რაიონშია განთავსებული და მე, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ყველა ღონეს ვიხმარ, რათა მაქსიმალურად გონივრულ ვადებში მოხდეს ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში გავაგრძელებთ შეხვედრებს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, უკვე რაიონის გამგებელთან, ფონდის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზციებთან ერთად“–დასძინა მან.

 
06.10.2014


ძველი თბილისის რეაბილიტაციის მონიტორინგის მიზნით,  თბილისის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნული ინიციატივა,  საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ  გოჩა ბაბუნაშვილმა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან შეხვედრისას წამოაყენა.
გოჩა ბაბუნაშვილმა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა საკრებულოს დამოუკედებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს შესთავაზა. ჯგუფში ასევე ჩართულები იქნებიან საკრებულოს სხვა დეპუტატები.

 28.09.2014

თბილისის განვითარების ფონდში გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პროექტებზე საჯარო განხილვა გაიმართა თბილისის განვითარების ფონდის საზოგადოებრვი დარბაზის შეხვედრაზე განხილულ იქნა, გუდიაშვილის მოედანთან არსებული მემკვიდრეობა, როგორც პროექტების, ასევე დაფინანსების კუთხით. გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული ძეგლების და სახლების მომავალზე განვითარების ფონდის მიერ მოწვეულმა სტუმრებმა იმსჯელეს. მათ შორის იყვნენ: არქიტექტორთა კავშირი, ასოციაცია ინჟინრული აზრი, დამოუკიდებელი ექსპერტები, ხელოვნებათმცოდნეები, არასამთავრობო ორგანიზაცია ტფილისის ჰამქარი, საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, არქიტექტორ-ინსტრუქტორები  და ადგილობრივი მოსახლეობა.

 26.09.2014

 

თბილისის განვითარების ფონდი, ქალაქის დასუფთავების სამსახურთან ერთად აწყობს ერთობლივ აქციას თბილისის ძველი უბნების დასასუფთავებლად  თბილისის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ერთობლივი აქცია 27 სექტემბერს დილის 11 საათზე გუდიაშვილის ბაღში, ხოლო 12 საათზე ბოტანიკურის ქუჩაზე ჩატარდება. აქციაში მონაწილეობას ფონდისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები მიიღებენ.

TOP