თბილისის განვითარების ფონდი, ქალაქის დასუფთავების სამსახურთან ერთად აწყობს ერთობლივ აქციას თბილისის ძველი უბნების დასასუფთავებლად თბილისის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ერთობლივი აქცია 27 სექტემბერს დილის 11 საათზე გუდიაშვილის ბაღში, ხოლო 12 საათზე ბოტანიკურის ქუჩაზე ჩატარდება. აქციაში მონაწილეობას ფონდისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები მიიღებენ.
თბილისის განვითარების ფონდში 28 სექტემბერს, 11 საათზე გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული ძეგლების თემაზე იმსჯელებენ.
როგორც ფონდში აცხადებენ, განხილვის თემა გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული ძეგლების დაცვა და აღდგენაა. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ : თბილისის განვითარების ფონდი, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“, საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, ხელოვნებათმცოდნეები, ქალაქ თბილისის არქიტექტურული სამსახური,კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი,მედიის წარმომადგენლები, მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული პირები.