დავით აღმაშენებლის გამზირი #26

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
13.09.2016

    დავით აღმაშენებლის N26-ში მდებარე შენობა, გამზირის განაშენიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს და აღნიშნულ არეალში საერთო მხატვრულ-არქიტექტურულ სურათს ქმნის. ისტორიული შენობის პროექტი, გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და გიორგი სოლომონის ძე აბულაძემ, თავისი მეუღლის - ნინა აბულაძის მიწაზე ააშენა. საცხოვრებელი სახლი სამსართულიან კლასიცისტურ-რენესანსული სტილის ნაგებობას წარმოადგენს. 

    საინტერესოა სადარბაზოს ინტერიერიც, სადაც შესასვლელშივე ყურადღებას იპყრობს დეკორატიულად გაფორმებული იატაკი - შავის, ნაცრისფრისა და ნარინჯისფერის მონაცვლეობით შექმნილი გეომეტრიული ორნამენტები, ქვის კიბეები და ლითონის მოაჯირი. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, სადარბაზოს რესტავრაციის დროს, მთელი სადარბაზოს კედლებზე, კიბის უჟრედსა და მესამე სართულზე, მეოცე საუკუნის მხატვრობა აღმოჩნდა. პროექტი მიზნად ისახავდა აღნიშნული შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციასა და ნაწილობრივ რეკონსტრუქციას. ასევე, მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის თავდაპირველი სახით აღდგენას. პროექტი "ახალი ტფილისის" ფარგლებში, თებერვლიდან - დღემდე, ჩატარდა შემდეგი სარესტრავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები: • შენობა გამაგრდა კონსტრუქციულად
• ანოდირებული თუნუქით მოეწყო სახურავი
• რესტავრაცია ჩაუტარდა ლითონის აივნის მოაჯირს და შეკეთდა აივნის ძირი
• მესამე სართულზე, ფოლადის ფურცლით მოეწყო აივნის იატაკი
• სრულად აღდგა ფასადის დაზიანებული დეტალები
• რესტავრაცია ჩაუტარდა ფასადზე არსებულ დეკორატიულ ელემენტებს
• შეიცვალა კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები
• რესტავრირდა სახლის სადარბაზო
• მიმდინარეობს სამუშაოების პროცესში აღმოჩენილი სადარბაზოს მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები
თბილისის განვითარების ფონდის პროეტის „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, შენობის რესტრავრაცია სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
  

  

Здесь новые шаблоны для dle