აღმაშენებლის N12-ში მდებარე შენობის რესტავრაცია სრულდება

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
14.09.2016

    პროექტი „ახალი ტფილისის“  I ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში,  დავით აღმაშენებლის N12-ში მდებარე  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  რესტავრაცია სრულდება.
შენობა აგებულია 1867 წელს და გამორჩეულია თავისი ფუნქციით, დავით აღმაშენებლის N12-ში (მიხეილის პროსპექტის N12) მდებარეობდა  ცნობილი სასტუმრო -  „გერმანული ნომრები
. 

    რომელიც შემდგომ წლებში საცხოვრებლად სახლად გადაკეთდა, ხოლო მისი პირველი სართული მაღაზიებს დაეთმო.
თბილისის განვითარების ფონდის მიერ, პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სარესტავრაციო სამუშაოები:
• შენობა ნაწილობრივ კონსტრუქციულად გამაგრდა;
• შეიცვალა შენობის სახურავი;
• სრულად აღდგა ფასადის დაზიანებული დეტალები;
• რესტავრაცია ჩაუტარდა ფასადზე არსებულ დეკორატიულ ელემენტებს;
• რესტავრაცია ჩაუტარდა ლითონის ჭედურ მოაჯირებს;
• შეიცვალა კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები; თბილისის განვითარების ფონდის პროეტის „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, შენობის რესტრავრაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
  

  

Здесь новые шаблоны для dle