обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


დედაქალაქის მერმა „თბილისზე მზრუნველი“ მოქალაქეები დააჯილდოვა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
16.10.2016

    თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველი“ 7 ადამიანი დააჯილდოვა. „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო, წელს, რესტავრატორ ლელა ნინოშვილს, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმ მაია სვანიშვილს, 41-ე ბაღის დირექტორ  მაყვალა ჩუბინიძეს, ბიბლიოთეკარ ნანა ხომერიკს, მეტროს მემანქანე შაქრო ხვედელიძეს,  N19 ხელოვნების სკოლის დირექტორ თამაზ მოლაშვილს და რესტავრატორ ზაზა ჯალალს გადაეცათ.

     დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველებს“ სიმბოლური საჩუქრები - სიგელები და მედალიონები გადასცა. „გილოცავთ! თითოეული თქვენგანი დედაქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია! თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით ჩვენი ქალაქის წინაშე!  რომ არა თბილისისა და საკუთარი საქმის დიდი სიყვარული, პროფესიონალიზმი, თავდადება, ალბათ, ვერ შეძლებდით  გეცხოვრათ ასე ღირსეულად და ყოველდღიურად გეზრუნათ თბილისზე,“- აღნიშნა დავით ნარმანიამ.  უკვე მესამე წელია, დედაქალაქის მერიამ „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო დააწესა. ჯილდო, ყოველწლიურად, იმ მოქალაქეებს გადაეცემა, ვინც უანგაროდ ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს დედაქალაქის განვითარებაში. ღონისძიება, "თბილისობა 2016"-ის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში გაიმართა.

  

Здесь новые шаблоны для dle
TOP