თბილისის განვითარების ფონდის განცხადება

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

04.08.2017

   ორბელიანის მოედანზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო,  4 აგვისტოს 22 საათიდან ათონელის ქუჩაზე მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
   შესაბამისად, მშრალი ხიდიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები და N20 და N23 ავტობუსები ზაარბრიუკენის მოედნიდან მოძრაობას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. N20 ავტობუსი და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე შეუხვევენ, ხოლო N23 ავტობუსი კონკასთან გაჩერდება. ზემოთნახსენები საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემით იმოძრავებს.

   ხოლო მიკროავტობუსები, რომლებიც ორბელიანის მოედნისა და მშრალი ხიდის გავლით იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ, მობრუნდებიან და ბარათაშვილის ხიდიდან იუსტიციის სახლთან ჩაუხვევენ.
გარდა ამისა, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება თაბუკაშვილის ქუჩაზე ფურცელაძის ქუჩის კვეთიდან ჭანტურიას ქუჩის კუთხემდეც. აქედან გამომდინარე, დროებით შეიცვლება იმ მიკროავტობუსების მარშრუტები, რომლებიც თაბუკაშვილის ქუჩიდან დავით აღმაშენებლისა და ფილარმონიის მიმართულებით მოძრაობდნენ. ისინი თაბუკაშვილის ქუჩაზე პუშკინის ქუჩის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირისა და ჭანტურიას ქუჩის გავლით მოხვდებიან.
თბილისის განვითარების ფონდი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის

 

Здесь новые шаблоны для dle