обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

19.12.2017

   ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ განახორციელა.

თბილისის მერის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
„ეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია თითოეული ჩვენგანისთვის. ასევე, ტურისტებისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ადგილია დედაქალაქში და მისი კეთილმოწყობა, განვითარება ფუნქციურად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები იქნება, რომელშიც ძეგლები და ისტორიული შენობა-ნაგებობები შედის. ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია და რომელსაც მოვლა-პატრონობა, კეთილმოწყობა სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები ციტადელის აღმოსავლეთ კედელს ჩაუტარდა. ნარიყალას ტაძრის მიმდებარედ, ორსართულიანი საერო სახლი აშენდა, ხოლო გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა ქვაფენილით მოპირკეთდა. ასევე, მთლიანად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ნარიყალას ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო პროექტი არქიტექტორ ტარიელ კიპაროიძის ავტორობით მომზადდა. ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 715 000 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP