обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


ყავლაშვილის N9-ში ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

04.01.2018

   ყავლაშვილის ქუჩა N9-ში მდებარე ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების გასაცნობად, ადგილზე დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის განვითარების ფონდი - ის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი იმყოფებოდნენ.

 „სამუშაოები დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში, გვერდით მდებარე სახლის მშენებლობაც ხდება, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება. აღნიშნული სამუშაოების შედეგად, რეაბილიტირებულ სახლში 14 ოჯახი იცხოვრებს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა. თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის განცხადებით, ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია, მისი ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო. „ძეგლის აღდგენის ფარგლებში, ერეკლეს ქ. N6-7-ში მდებარე შენობის რეაბილიტაციაც დავიწყეთ, რომლის შედეგადაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯამში 30-მდე ოჯახი, რეაბილიტირებული ფართებით ისარგებლებს“, - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.

➡ იხილეთ ვრცლად: http://tbilisi.gov.ge/news/4586.

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP