обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


თბილისის განვითარების ფონდი სადარბაზოს რეაბილიტაციას ახორციელებს

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

01.05.2018

   თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებელის N93-ში მდებარე მაღალმხატვრული ისტორიული სადარბაზოს რესტავრაციას ახორციელებს, რომლის მხატვრობა შესრულებულია 1905 წელს, ცნობილი მხატვრების, ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერისა და დე მარცოს მიერ.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქაღალდზე შესრულებული მხატვრობის, ზეთის საღებავებით შესრულებული 6 კომპოზიციის, დეკორატიული მხატვრობისა და მაღალხარისხიანი ბათქაშით შესრულებული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაცია,  ასევე, ლითონისა  და ხის ნაკეთობების  გაწმენდა-რესტავრაცია, გვიანი დანამატების მოხსნის სამუშაოები და დეკორატიული მორთულობების კონსერვაცია.

   გარდა ამისა, დაგეგმილია არქიტექტურულ-სარესტავრაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ სადარბაზოს მაქსიმალურად ექნება შენარჩუნებული იერსახე და ღირებულება. მხატვრობისა და ზეთით შესრულებული დეკორატიული ელემენტების შელახვა სადარბაზოს სხვენში არასწორად მოწყობილმა სველმა წერტილებმა, სადარბაზოში უხარისხოდ გაყვანილმა კომუნიკაციებმა და დაზიანებული სახურავმა გამოიწვია.  სარესტავრაციო სამუშაოები პროექტ  „ახალი ტფილისის“  ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროგრამა 35-მდე ისტორიული სადაბაზოს აღდგენას ითვალისწინებს. სამუშაოებს ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული და გამოცდილი   შპს "კონსერვაცია და რესტავრაცია" ასრულებს.  აღმაშენებლის N93-ში მდებარე სადარბაზოს სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე  დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP