обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


დადიანის N34-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

10.05.2018

  თბილისის განვითარების ფონდი დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო   სამუშაოებს ახორციელებს.   შენობა  XIX საუკუნის შუა   წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის  გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია.

    ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარდაფის სარესტავრაციო სამუშაოები; ფასადის  მომზადება სამღებრო სამუშაოებისთვის; შენობის პერიმეტრზე  არსებული ხის კარ-ფანჯრებისა და აივნების  მოწყობა; ეზოს ხის ჭიშკრის დამზადება. გარდა ამისა, დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობისა და შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში  დადიანის N34-ში  უკვე გამაგრდა შენობა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, ამოიწმინდა მიწით ავსებული სარდაფი, ხოლო სარდაფის კედლის ნაწილი გაიწმინდა და შენარჩუნდა ავთენტური სახით; გადაეწყო დადიანის N32-სა და N34-ს შორის საერთო გამყოფი კედელი; აღდგა დაზიანებული სახურავი; რესტავრირდა აივნები და მისი დეკორატიული ელემენტები, აივნის სვეტები და რიკულები; ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი ანალოგიური ნაკეთობებით.  სარეაბილიტაციო სამუშაოები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამისი წესების დაცვით, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს   

 

 

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP