обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


კახა კალაძე: ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული მოედანი გვექნება

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

16.06.2018

  დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ის სარდაფები დაათვალიერა, სადაც, რამდენიმე დღის წინ, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და სხვადასხვა არტეფაქტი აღმოაჩინეს.

   „ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული მოედანი გვექნება, რეაბილიტირებული შენობა-ნაგეობებით, რომლის უმეტესობა ისტორიული ძეგლია. სამუშაოების შესრულების დროს, მიწის ქვემოთ სარდაფებია აღმოჩენილი, რომლებიც რამდენიმე საუკუნეს ითვლიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი ქალაქისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის გამოვიყენოთ. არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ეს ყველაფერი არ გააჩნიათ და თავად ქმნიან ღირსშესანიშნავ ადგილებს ტურისტების დასაინტერესებლად. ჩვენ კი, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი გვაქვს და მას მოვლა-პატრონობა სჭირდება. გუდიაშვილის მოედანი არა მხოლოდ თბილისში, რეგიონში ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, ჩვენი ქალაქი კი რეგიონული ცენტრი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი დედაქალაქის მერს და მთლიანად მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მნიშნელოვანია ქალაქის ისტორიული ნაწილის, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე ქალაქის მრავალმხრივი განვითარებისთვის. ეს საქმე გულით, ქალაქის სიყვარულით კეთდება. ამისთვის დედაქალაქის მერს და მთლიანად მერიას მადლობას ვუხდით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი და კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე.
„აღმოჩენების გამო, ჩვენ მოგვიწევს პროექტების შეცვლა, რადგან არქეოლოგიური ნაშთების დაფარვა არ შეიძლება. მასალა სამუზეუმო სახით უნდა დარჩეს ან სხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. ეს გუდიაშვილის მოედანს სამომავლოდ დამთვალიერებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო იქნება“, - აღნიშნა გიორგი ბაიდარაშვილმა.
გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველივე დღეებიდან ჩართულნი არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები 2016-2017 წლებში.
დღეისთვის, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარეობს: ისტორიული ძეგლების საძირკვლების და სარდაფების გაწმენდა; მხატვრული და ხის დეტალების დანომვრა, აღრიცხვა და მოხსნა სარესტავრაციოდ; ასევე, სარდაფებისა და საძირკვლების გამაგრების სამუშაოები.
ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს და დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება. ასევე, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაჩნდება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებას გამოიწვევს.
ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

  

 

 

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP