обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
06.07.2015

   თბილისის განვითარების ფონდში მოქალაქეთა მიღების დღე და საათები შეიცვალა. ახალი წესის მიხედვით, მოსახლეობასთან შეხვედრები  ორშაბათის ნაცვლად გაიმართება ყოველ პარასკევს, 14-00 საათიდან  16-00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

tel: 2 47 00 14, ან მოგვწერეთ info@tdf.ge

FB: თბილისის განვითარების ფონდი.

30.06.2015

   თბილისის განვითარების ფონდმა დავით ბააზოვის (ყოფილი იერუსალიმის) ქუჩა N12, N12ა-ში მდებარე შენობების რეკონსტრუქციის პროექტის კონკურსში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. საპროექტო კონკურსში, რომელიც ფონდმა  2015 წლის 19 ივნისს  გამოაცხადა გამარჯვებულია შპს  “არქინდუსტრია“. კომპანია საკონკურსო წინადადებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

10.06.2015

   თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ძველი თბილისის გარდამავალი სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კალაუბანში, თუმანიანის ქუჩა N1-სა და N 3-ში მიმდინარეობს. ვიცე-მერი ობიექტებზე არსებულ  ვითარებას თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენელ დავით ტალახაძესთან ერთად გაეცნო..

09.06.2015

   თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მარჯანიშვილის ქუჩა N16-ში საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ვიცე-მერი ობიექტზე არსებულ მდგომარეობას თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენელთან, დავით ტალახაძესთან ერთად გაეცნო.
აღნიშნულ მისამართზე თბილისის განვითარების ფონდი ახალ, თანამედროვე, კეთილმოწყობილ 7-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის სექტემბერში შევა.

05.06.2015

   თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციაზე მომუშავე კომპანია „გეოგრაფიკის“ წარმომადგენლებისგან  მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა. შეხვედრას ასევე  ესწრებოდნენ  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელები, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლები, აქრიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები. 

TOP