обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
04.10.2016

    თბილისის განვითარების ფონდის პროექტი "ახალი ტფილისის" ფარგლებში, დიმიტრი უზნაძის ქუჩა N4- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  შენობის შიდა ეზოს მხრიდან აივნებს, ასევე, სანაპიროს მხარეს მდებარე ფასადსა და აივნებს რესტავრაცია ჩაუტარდა. აღდგენილია სახლის გვერდითა ფლიგელი და დასრულებულია ამავე მხარეს აივნებისა და ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები. შენობის დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინდივიდუალურად ჩაუტარდა ყველა აივანს და საფასადე ორნამენტებს. დიმიტრი უზნაძის N4-ში მდებარე საცხოვრებელმა სახლმა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული პირვანდელი სახე დაიბრუნა

04.10.2016

    დღეს დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე ქეთი მატაბელის და გია გუგუშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

03.10.2016

    ''ახალმა ტფილისმა'' თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთ სპექტაკლს უმასპინძლა. 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე რეჟისორისა და ქორეოგრაფის, დენ კანჰემის სპექტაკლი ''მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე'' გაიმართა. „მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე“ ამაღელვებელი საცეკვაო წარმოდგენაა, რომელშიც ექვსი ქალი მოცეკვავე და ცოცხალი ბენდი ძველ ცეკვას ახლებურ სიცოცხლეს შთაბერავს, შეუპოვარი რიტმებით და სილაღით სავსე მოცეკვავეები ხელახლა აღმოაჩენენ, რას ნიშნავს კოლექტიურად მოძრაობა

03.10.2016

    დავით აღმაშენებლის გამზირზე, პროექტი "ახალი ტფილისის" ფარგლებში, საფეხმავლო მონაკვეთში  დეკორატიული ყვავილები  მუდმივი ნარგავებით ჩანაცვლდა. ქოთნებში ჩარგული მცენარეები ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად გადაეცა

30.09.2016

    დღეს ოთარ თაქთაქიშვილის მეცხრამეტე სამუსიკო სკოლის ორკესტრმა, დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე კონცერტი გამართა

28.09.2016

    "პანტომიმის თეატრის" მსახიობებმა დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე წარმოდგენა გამართეს

26.09.2016

    "ახალი ტფილისი" დღეს თბილისის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობდა.  ფესტივალის ფარგლებში, პოლონური თეატრი კტო   "პერეგრინუსით " წარსდგა.. 

26.09.2016

    დღეს დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, მარიონეტების სპექტაკლი - ფიფქია და შვიდი ჯუჯა გაიმართა. სპექტაკლი შეიქმნა თეატრალურ უნივერსიტეტში, რომელიც შემდგომ  ახმეტელის თეატრმა აღადგინა. დამდგმელი რეჟისორი - ბესიკ ჩიტიძე

26.09.2016

    "ახალი ტფილისი" დღეს თბილისის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობდა.  ფესტივალის ფარგლებში, პოლონური თეატრი კტო   "პერეგრინუსით " წარსდგა.. 

TOP