обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
25.09.2016

    თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე,  მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში  სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.  დავით აღმაშენებლის განახლებული გამზირი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ გახსნეს. გახსნის ღონისძიება ბიგ-ბენდის კონცერტით დაიწყო, რომელიც აღმაშენებლის N59 - ში მოწყობილ ვერტიკალურ მწვანე კედელთან გაიმართა

22.09.2016

    თბილისის   მერიის   და   თბილისის განვითარების ფონდის  პროექტი „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე გაეცნენ
. 

14.09.2016

    პროექტი „ახალი ტფილისის“  I ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში,  დავით აღმაშენებლის N12-ში მდებარე  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  რესტავრაცია სრულდება.
შენობა აგებულია 1867 წელს და გამორჩეულია თავისი ფუნქციით, დავით აღმაშენებლის N12-ში (მიხეილის პროსპექტის N12) მდებარეობდა  ცნობილი სასტუმრო -  „გერმანული ნომრები
. 

13.09.2016

    დავით აღმაშენებლის N26-ში მდებარე შენობა, გამზირის განაშენიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს და აღნიშნულ არეალში საერთო მხატვრულ-არქიტექტურულ სურათს ქმნის. ისტორიული შენობის პროექტი, გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და გიორგი სოლომონის ძე აბულაძემ, თავისი მეუღლის - ნინა აბულაძის მიწაზე ააშენა. საცხოვრებელი სახლი სამსართულიან კლასიცისტურ-რენესანსული სტილის ნაგებობას წარმოადგენს. 

09.09.2016

    ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაცია, თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების - „ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის  პროგრამით“  ხორციელდება.
ნარიყალას ციხე-სიმაგრე სხვადასხვა დროში აშენებული მრავალფენიანი ისტორიული ძეგლია, გაშლილია ვრცელ ფართობზე და მოცულობით სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს.
 

09.09.2016

    პროექტი „ახალი ტფილისის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის N31-ში მდებარე XIX საუკუნის  II ნახევარში აგებული კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია სრულდება.
რომისა და აღმაშენებლის კუთხეში მდებარე ორსართულიანი შენობის შესახებ ისტორიული ცნობები შენობის პირველი მესაკუთრის, არქიტექტორისა და ფუნქციური დატვირთვის შესახებ, საარქივო მასალებში დაცული არ არის
. 

08.09.2016

    დავით აღმაშენებლის N59-ის ფასადზე, ვერტიკალური გამწვანების სამუშაოები მალე დასრულდება. 

05.09.2016

    პროექტი „ახალი ტფილისის“ სარეაბილიტაციო საუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის N29-ში მდებარე XIX საუკუნის  II ნახევარში აგებული კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია სრულდება.
„შემოსავლიან სახლად“ წოდებული შენობა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, აუშენებია შეძლებულ თბილისელ-სომეხ მეწარმეს - ვინმე კამოევს, რომლის შთამომავალიც ამ სახლში 2003 წლამდე ცხოვრობდა.
 

TOP