обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
29.08.2016

    თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების  ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ავარიული შენობების მხატვრულ-დეკორატიული ორნამენტები სრულიად აღდგენილია 

29.08.2016

    თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის აუცილებლობა დადგა რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო: 

25.08.2016

     თბილისის განვითარების ფონდის  პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, აღმაშენებლის გამზირზე შეიცვალა ლითონის ჭიშკრები და  და აივნის ჭედური მოაჯირები. პირველ  ეტაპზე,  მოხდა ლითონის ჭიშკრებისა და აივნის ჭედური მოაჯირების შენობებიდან ჩამოხსნა და სპეციალურად მოწყობილ საამჭედლოებში  სარესტავრაციოდ გადატანა. 

24.08.2016

     პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის გამზირ N44-ში  მდებარე ძველი ფოსტის შენობის  რეაბილიტაცია. შენობა XX საუკუნის II ნახევარში აგებული  კულტული მემკვიდრეობის ძეგლია და  მარცხენა სანაპიროს განაშენიანების  ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა.
ისტორიის მიხედვით, იგი გასული საუკუნის დასაწყისში  დავით იუზმაშევმა  ააგო.  პროექტის ავტორი, კი იმ დროს თბილისში სახელგანთქმული არქიტექტორი ა. ზურაბოვია.
 

22.08.2016

     პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დ. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება.
სამუშაო პროცესი 3 ძირითად სამუშაო მიმართულებას მოიცავს. 1. შენობების აღდგენა-განახლება. 2. კომუნიკაციების შეცვლა-ახლის მოწყობა. 3. გამზირის კეთილმოწყობა.
შენობებზე სამუშაოების დიდი ნაწილი, რომელიც 2016 წლის 5 თებერვალს დაიწყო, დასრულებულია. მიმდინარეობს კომერციული და საცხოვრებელი ფართების იმ ნაწილების სარემონტო სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს აღდგენას შენობების კონსტრუქციული გამაგრების აუცილებლობიდან გამომდინარე,
სამუშაოები განხორციელდა, წინასწარ მომზადებული პროექტების მიხედვით, საავტორო ზედამხედველობით და არქიტექტორების აქტიური მონაწილეობით

22.08.2016

    დავით აღმაშენებლის გამზირი N36-ში მდებარე ისტორიული სახლის  რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს. 1903 წელს, საზოგადო მოღვაწის და მეცენატის - ერასტი ჭავჭანიძის მიერ აგებული შენობა კულტული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული და განსაკუთრებულია  მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით. სახლი ასევე ცნობილია თავისი უნიკალური მოხატული სადარბაზოთი. თბილისის განვითარების ფონდმა შენობას სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია ჩაუტარა, მათ შორის:  

12.08.2016

     პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება ლისის ტბის წრიული საფეხმავლო ბილიკის მოწყობის პროექტი, რომელიც დასასრულს უახლოვდება.
დასრულდა 2,5 კილომეტრი სიგრძის ბეტონის საფარიანი  გზის მოწყობა. ჯამში წრიული საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 3 კილომეტრს შეადგენს.
აღნიშნული გზის მოწყობისთვის შესრულდა შემდეგი სამუშაოები: 

03.08.2016

    თბილისის განვითარების ფონდმა აღმაშენებლის გამზირზე რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო.
მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში ქუჩის კეთილმოწყობა ერთდროულად ორ უბანზე მიმდინარეობს.
დოდო აბაშიძისა და ჭოროხის მონაკვეთში ავტოპარკინგის მოსანიშნად, ბაზალტის ბორდიურები ეწყობა. სავალი ნაწილის დაგებამდე, გზის კონსტრუქციის ქვედა ფენები წესრიგდება.

TOP