обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
03.08.2016

    პროექტ " ახალი ტფილისის" ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში საინჟინრო-საკომუნიკაციო პროექტი სრულდება.  გაზისა და სასმელი წყლის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში დროებითი ქსელების საშუალებით ხორციელდებოდა. ამჟამად მიმდინარეობს:
ცენტრალურ ქსელზე აბონენტების დაერთება;
  გაზმომარაგების ძირითადი ქსელის მოწყობა;

01.08.2016

    დავით აღმაშენებლის N36 - ის შენობის სარესტავრაციო სამუშაოების დროს, სახლის გარე ფასადზე რუსულენოვანი წარწერა "Люксембург" აღმოჩნდა , რომელიც სპეციალისების აზრით, იმ დროს აღმაშენებლის N36-ში მდებარე კომერციული ობიექტის სახელწოდებას განსაზღვრავდა. აღნიშნულ მისამართზე ისტორიული შენობის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში ახორციელებს.
აღმოჩენილი ისტორიული წარწერა ფასადზე ბოლომდე გაიწმინდება და არსებული სახით შენარჩუნდება

27.07.2016

    პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირ N59-ში მდებარე შენობის დასავლეთით, კედლის ვერტიკალური გამწვანება ეწყობა.
პროექტის მიხედვით, შენობაზე ყვავილები და სხვადასხვა მცენარეები ვერტიკალურად, კედელზე დამონტაჟებულ სპეციალურ მეტალის კონტეინერებში იქნება მოთავსებული, სადაც წვეთოვანი სარწყავი სისტემა დამონტაჟდება
.

05.07.2016

    პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირი N44 არა მარტო გამზირის ამ მონაკვეთის, არამედ მთელი მარცხენა სანაპიროს განაშენიანების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაგებობაა, რომელიც მთელ მიკროუბანში დომინანტურ ადგილს იკავებს.

01.07.2016

    თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

28.06.2016

    თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, ისტორიული შენობების აღდგენა  ძველ თბილისში სხვადასხვა ქუჩებზე  მიმდინარეობს. 
ერთ-ერთი გამორჩეული,  დიმიტრი უზნაძის ქუჩა N4- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარესტავრაციო პროექტია. აღნიშნულ მისამართზე მდებარე  ისტორიული  შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული
.

24.06.2016

    თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ სარესტავრაციო პროექტები,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისთვის დადგენილი სტანდარტების მიხედვით ხორციელდება.
   დავით აღმაშენებლის გამზირ N53 - ში  შენობის ფასადზე არსებულ ძველ მხატვრობას რესტავრაცია უტარდება. აღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოებს  კედლის მხატვრობის პროფესიონალი რესტავრატორები აწარმოებენ
.

23.06.2016

   თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირ N54 - ში მდებარე ისტორიულ შენობას რესტავრაცია უტარდება. საცხოვრებელი სახლი ხის ჭვირული აივნებით და მხატვრული ელემენტების სიუხვით გამოირჩევა.

21.06.2016

   თბილისის განვითარების ფონდმა შალვა დადიანის ქუჩა N32- სა და N34-ში უძველესი ისტორიული სახლების სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ მისამართებზე შენობებს სრული გამაგრება ჩაუტარდება, შენარჩუნდება ისტორიული დეტალები, აივნები, პირვანდელი სახით აღდგება გარე და შიდა ეზოს ფასადები, შეიცვლება კარ-ფანჯრები და სახურავები, მთლიანად გამოიცვლება ძველი საკომუნიკაციო ქსელები.

TOP