обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное
07.06.2016

   პროექტ "ახალი ტფილისის" სარეაბილტაციო სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირზე 4 თვის მანძილზე მიმდინარეობს. გამზირზე არსებულ 47 ისტორიულ შენობას რესტავრაცია და რეაბილიტაცია უტარდება. სახლების ძირითად ნაწილზე უკვე აღდგა ძველი ხის და რკინის ჭვირული აივნები, ნაწილზე სამუშაოები  ჯერ კიდევ მიმდინარეობს.  დეკორატიულ აივნებს, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო და დღემდე დაზიანებული, მაგრამ მაინც პირვანდელი სახით შემორჩა, სპეციალურ სარესტავრაციო საამქროებსა და სამჭედლოებში ისტორიულ ძეგლებზე მომუშავე სპეციალისტები აღადგენენ.

04.06.2016

   პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო არეალში 47 შენობის რესტავრაცია და რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მათ შორის შენობების გადახურვის სამუშაოები ხორციელდება.
ამ ეტაპზე, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობებზე შეიცვალა საწვიმარი ძაბრები და ღარები,  ეგრეთწოდებული "ჟოლოპები".

03.06.2016

   პროექტ „ახალი ტფილისის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში,  დავით აღმაშენებლის გამზირ N26 - ში სადარბაზოს რესტავრაციის დროს კედლების დამუშავებისას,  მე-20 საუკუნის მხატვრობა აღმოჩნდა. ისტორიული შენობის პროექტი  1903 წელს შეიქმნა, რომელიც  ამავე პერიოდში, გიორგი სოლომონის ძე აბულაძემ  თავისი მეუღლის -  ნინა აბულაძის მიწაზე  ააშენა. საცხოვრებელი სახლი  სამსართულიან კლასიცისტურ-რენესანსული სტილის ნაგებობას წარმოადგენს.

02.06.2016

   თბილისის განვითარების ფონდის პროექტ "ახალი ტფილისის" I ეტაპის სამუშაოები აღმაშენებლის გამზირზე უკვე 4 თვეა მიმდინარეობს. მარჯანიშვილის მოედნიდან -ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში 47 შენობას რეაბილიტაცია, რესტავრაცია და სრული გამაგრება უტარდება. სახლების ძირითად ნაწილზე უკვე გამოცვლილია ძველი სახურავები. სარესტავრაციო საამქროებში ფასადების დეკორატიული დეტალების დიდი ნაწილის აღდგენა დასრულდა და მათი ფასადებზე დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს.

01.06.2016

   დავით აღმაშენებლის გამზირი N32-ში მდებარე  XX ს-ის I ნახევარში აგებულ  ისტორიულ შენობას,  რეაბილიტაცია და რესტავრაცია უტარდება. სახლი რამდენიმე წლის წინ ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაიწვა. ამჟამად,  შენობის გარე ფასადთან ერთად, შიდა ეზოს მოწესრიგება  და სახლის შუშაბანდების აღდგენა მიმდინარეობს.

30.05.2016

   პროექტ "ახალი ტფილისის " ფარგლებში დიმიტრი უზნაძის ქუჩა N4- ში საცხოვრებელი სახლის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ისტორიულ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული. უზნაძის ქუჩა N4-ის კონსტრუქციული მდგომარეობიდან გამომდინარე, შენობის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო.

23.05.2016

   თბილისის განვითარების ფონდი ქალაქის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სამუშაოებს ზემო კალაში აწარმოებს. სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები - თუმანიანის ქ. N1-ში, თუმანიანის 2 ჩიხი N3 - სა და ბეთლემის ქ. N10-ში მიმდინარეობს.
თუმანიანის ქუჩა N1-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულებულია და ბოლო ეტაპზე - შიდა ეზოს მოპირკეთების სამუშაოები სრულდება.

18.05.2016

   დავით აღმაშენებლის გამზირზე N36 - ში მდებარე ისტორიული სადარბაზოს  რესტავრაცია მალე დასრულდება. აღნიშნულ მისამართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრული რეაბილიტაცია და რესტავრაცია უტარდება. სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდის მიერ პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

16.05.2016

   პროექტ "ახალი ტფილისის" I ეტაპის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს, დავით აღმაშნებლის გამზირზე 47 შენობის რეაბილიტაცია და რესტავრაცია მიმდინარეობს. მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში, ისტორიულ შენობებზე იცვლება აივნის ჭედური მოაჯირები, ეზოს ლითონის ჭიშკრები, სადარბაზოს შესასვლელი კარი. სამუშაოები, ისტორიულ ძეგლებზე მომუშავე სპეციალისტების მიერ, სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საამქროებსა და სამჭედლოებში მიმდინარეობს. აღდგენილი ისტორიული ნიმუშები კვლავ ფასადებზე ბრუნდება.

TOP