обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное

09.08.2018

 თბილისის განვითარების ფონდმა კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია.

27.07.2018

 ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის დამასრულებელი ეტაპის სამუშაოები - ინტერიერის რესტავრაცია და ეზოს კეთილმოწყობა.

13.07.2018

  ყავლაშვილის ქუჩა N5 და N7-ში საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც მომიჯნავედ მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ყავლაშვილის N 9-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებით არის გამოწვეული.

30.06.2018

  დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის "ახალი ტფილისი" ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს. ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი - დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, ასევე, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა აღმოჩნდა.

29.06.2018

  თბილისის განვითარების ფონდის პროექტის "ახალი ტფილისი"ფარგლებში, გუდიაშვილის მოედანზე ახოსპირელის N4-ის სარდაფში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სხვადასხვა ზომის ქვევრი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, მე-17 - მე-18 საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. 

16.06.2018

  დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ის სარდაფები დაათვალიერა, სადაც, რამდენიმე დღის წინ, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და სხვადასხვა არტეფაქტი აღმოაჩინეს.

12.06.2018

  თბილისის განვითარების ფონდი ტაბიძის N18-ში მდებარე ისტორიული სადარბაზოს რესტავრაციას ახორციელებს. შენობა 1911 წელს ძმები სეილანოვების მიერ არის აგებული. სადარბაზო იმ პერიოდისთვის დამახასიათებლი ტექნიკური ხერხებით მოხატულია. ამ ეტაპზე ქაღალდზე შესრულებული მხატვრობის, ზეთის საღებავებით შესრულებული 5 კომპოზიციის, დეკორატიული მხატვრობისა და სხვა ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაცია, ასევე, ლითონისა და ხის ნაკეთობების გაწმენდა-რესტავრაცია, გვიანი დანამატების მოხსნის სამუშაოები და დეკორატიული მორთულობების კონსერვაცია მიმდინარეობს.

08.06.2018

  თბილისის განვითარების ფონდის პროექტის "ახალი ტფილისი"ფარგლებში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, თიხის კერამიკული არტეფაქტები შუა საუკუნეებით დათარიღებული სამეურნეო ხაროები, თონე  და სხვა არქეოლოგიური ნაშთები აღმოაჩინეს.

16.05.2018

  ლადო გუდიაშვილის მოედანზე, პროექტ „ახალი ტფილისის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ისტორიული ძეგლების ფასადების მხატვრული დეტალები იხსნება, აღირიცხება და სპეციალური ყუთებით იგზავნება სარესტავრაციო სახელოსნოებში.

TOP