ზემო კალას რეაბილიტაცია - თუმანიანის ქუჩა N1 , N3 და 2 ჩიხი N3
ქალაქის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები თუმანიანის ქუჩა N3 , N1 - ში და თუმანიანის 2 ჩიხი N3-ში განხორციელდა.
ზემო კალას ტერიტორიაზე, თუმანიანის ქუჩა N1 და N3-ში მდებარე ავარიული შენობების დემონტაჟი 2013 წელს მოხდა და იგივე პროექტის მიხედვით დაიწყო ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.
თუმანიანის ქუჩა N 1 , N3 - სა და თუმანიანის 2 ჩიხი N3- ში მდებარე შენობები კულტურული მემკვიდრეობის წესების სრული დაცვით აღდგა.
რეაბილიტაციის პერიოდში, ბინათმესაკუთრეები თბილისის განვითარების ფონდმა ბინის ქირით უზრუნველყო. რეაბილიტაციის დროს, თუმანიანის ქუჩა N3-ში აღმოჩნდა ქალაქის უძველესი ისტორიული გალავანი, რომელიც ამჟამად სახლის სარდაფშია მოქცეული და ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
თუმანიანის ქუჩა 2 ჩიხი N3- ში მდებარე შენობის კონსტრუქციული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მისი ნაწილობრივი დემონტაჟი და იმავე პროექტის მიხედვით შენობის აღდგენა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩატარდა საყრდენი კედლის გამაგრების სამუშაოები.
თუმანიანის ქუჩა N1 , N3 და თუმანიანის 2 ჩიხი N3 - ში მდებარე ისტორიული შენობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დასრულდა.