ზემო კალას რეაბილიტაცია - თუმანიანის ქუჩა N1 , N3 და 2 ჩიხი N3

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.

     ქალაქის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები თუმანიანის ქუჩა  N3 , N1 - ში  და თუმანიანის 2 ჩიხი N3-ში განხორციელდა.

     ზემო კალას ტერიტორიაზე, თუმანიანის ქუჩა N1 და N3-ში  მდებარე  ავარიული შენობების დემონტაჟი 2013 წელს მოხდა და იგივე პროექტის მიხედვით  დაიწყო ახალი საცხოვრებელი სახლების  მშენებლობა.

     თუმანიანის ქუჩა N 1 , N3 - სა   და თუმანიანის 2 ჩიხი N3- ში მდებარე შენობები კულტურული მემკვიდრეობის წესების სრული დაცვით აღდგა.  

      რეაბილიტაციის პერიოდში, ბინათმესაკუთრეები თბილისის განვითარების ფონდმა ბინის ქირით უზრუნველყო. რეაბილიტაციის დროს, თუმანიანის ქუჩა N3-ში აღმოჩნდა ქალაქის უძველესი ისტორიული გალავანი, რომელიც ამჟამად სახლის სარდაფშია მოქცეული და ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

     თუმანიანის ქუჩა 2 ჩიხი N3- ში მდებარე შენობის კონსტრუქციული მდგომარეობიდან გამომდინარე,  საჭირო გახდა მისი ნაწილობრივი დემონტაჟი და იმავე პროექტის მიხედვით შენობის აღდგენა.  რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩატარდა  საყრდენი კედლის გამაგრების სამუშაოები.

თუმანიანის ქუჩა N1 ,  N3  და თუმანიანის 2 ჩიხი N3 - ში მდებარე ისტორიული შენობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დასრულდა. 

 

Здесь новые шаблоны для dle