დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ “ახალი ტფილისის” ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაცია დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, მოწესრიგდება ეზო, გამაგრდება გალავანი და აღდგება ერეკლეს აბანო. „პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ფაქტობრივად იშლება გალავანი, რომელსაც აზიანებს მიწისქვეშა წყლები. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, აღდგება ერეკლეს აბანო და გამაგრდება ეზოში არსებული ტაძარი.