შალვა დადიანის N32–ის სარეაბილიტაციო სამუშაოები

თბილისის განვითარების ფონდმა ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში  დადიანის 34–ის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

სამუშაოების ფარგლებში კონსტრუქციულად გამაგრდა შენობა,  შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, ამოიწმინდა მიწით ავსებული სარდაფი, ხოლო სარდაფის კედლის ნაწილი გაიწმინდა და შენარჩუნდა ავთენტური სახით, გადაეწყო დადიანის N32-სა და N34-ს შორის საერთო გამყოფი კედელი, აღდგა დაზიანებული სახურავი და მოწესრიგდა წყლის გადაყვანის სისტემა,
რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებს და მის დეკორატიული ელემენტებს, ასევე აივნის სვეტებს და რიკულებს, ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი ანალოგიური ნაკეთობებით,  შემდგომი გამოყენებისთვის მოწესრიგდა შენობის შიდა სივრცეები, კეთილმოეწყო შიდა ეზო.

შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია.

რეაბილიტაციის შედეგად 6 მდე ოჯახს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ საცხოვრებელი პირობები და მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების ღირებულება.

 

#ახალიტფილისი2018