თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია განახორციელა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 7 თვეში დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 52 მისამართზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
დ. აბაშიძის ქუჩის კვეთიდან საარბრუკენის მოედნამდე სრულად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი;
გადაეწყო რამდენიმე ძეგლის სტატუსის მქონე მძიმედ დაზიანებული შენობა; ყველა შენობის სახურავი შეიცვალა სხვადასხვა ფერის და ფაქტურის გადახურვით; შენობების დიდი ნაწილი გამაგრდა და გაჯანსაღდა კონსტრუქციულად;გარემოსთან შეუსაბამო რამდენიმე შენობა შეიცვალა ახლით ან შეიცვალა იერსახე გარემოსთან ადაპტაციის მიზნით; რესტავრაცია ჩაუტარდა შენობების ფასადზე არსებულ ხის, რკინის და დეკორატიულ მხატვრულ ნაკეთობებს და დეტალებს; დამონტაჟდა ახალი იტალიური განათების სისტემა როგორც სამანქანო, ისე საფეხმავლო ნაწილში; განთავსდა წყლის შადრევნები, ახალი ქუჩის ავეჯი (სკამები) და სპეციალური ნარჩენების ურნები; მოეწყო დიდი ზომის მწვანე კედელი ავტომატური რწყვის სისტემით 2500 ძირი მცენარით და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 მცირე ზომის სკვერს, ასევე მწვანე თარგებს, დაირგო 26 ძირი ნეკერჩხალი და ცაცხვი; ქუჩის სპეციალურად შერჩეული მონაკვეთი იქცა საფეხმავლოდ შესაბამისი წვდომის სისტემების მონტაჟის შედეგად; საფეხმავლო ნაწილში განთავსდა მცირე ზომის რკინის ქანდაკებები (კახი ერაძის შესრულებით) და ძეგლებზე დამონტაჟდა სპეციალური ძეგლის აღმნიშვნელი ნიშნები პირველად თბილისის ისტორიაში.
შედეგად, გამთლიანდა დავით აღმაშენებლის გამზირი ერთიანი რეაბილიტირებული არეალის სახით და ქალაქმა პირველად მიიღო 400 მეტრიანი საფეხმავლო ქუჩა, სრულად რეაბილიტირებული და ადაპტირებული რეკრეაციული მიზნებითვის.
#ახალი ტფილისი2016