დავით აღმაშენებლის გამზირი N36 ის სარეაბილიტაციო სამუშაოები

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ “ახალი ტფილისის”  ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N36-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

სამუშაოების ფარგლებში შენობა კონსტრუქციულად გამაგრდა, რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის ფასადზე არსებულ მხატვრულ დეტალებს,  რესტავრაცია ჩაუტარდა და ისტორიული სახე დაუბრუნდა რკინის მხატვრულ აივნებს,  პირვანდელი სახით აღდგა საფასადე ქანდაკებები,  რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის კარ-ფანჯრებს, პირვანდელი სახით აღდგა დაზიანებული არწივის ქანდაკება. ხელახლა გადაიხურა შენობა ფერადი თუნუქით და მოეწყო წყლის გადაყვანის ახალი სისტემა,  შენობის ფასადზე აღმოჩნდა წარწერა, რომელიც სპეციალისების აზრით, იმ დროს აღმაშენებლის N36-ში მდებარე კომერციული ობიექტის სახელწოდებას განსაზღვრავდა, მოწესრიგდა და კეთილმოეწყო შიდა ეზო.

დავით აღმაშენებლის N36-ში მდებარე იტორიული სახლი, რომელიც 1903 წელს ქართველმა საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა ერასტი ჭავჭანიძემ ააშენა, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი ისტორიული ღირებულებით.

სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად შენობამ დაიბრუნა ისტორიული იერსახე და ღირებულება.

 

#ახალიტფილისი2016