თბილისის განვითარების ფონდმა პროექტი „ახალი ტფილისის“ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ყავლაშვილის N9 სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. კერძოდ: დაიშალა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა და აშენდა ძველი შენობის ანალოგიურად ახალი, შენობა ახლიდან გადაიხურა ფერადი თუნუქის სახურავით და დამონტაჟდა წყლის გადაყვანის ახალი სისტემა, მოეწყო გარე და შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები, ჩატარდა შიდა და გარე მოპირკეთებითი და სამღებრო სამუშაოები, რესტავრაცია ჩაუტარდა ხის დეკორატიულ ელემენტებს, ხოლო დაზიანებული შეიცვალა ახალი ნაკეთობებით, ეზოს შესასვლელში დამონტჟდა ლითონის ჭიშკარი, კეთილმოეწყო შიდა ეზო.
შენობის რეაბილიტაციის შედეგად მაცხოვრებლებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები.
ისტორიულმა შენობამ ამ უძველეს მიკროუბანში დაიბრუნა ძველი იერსახე და არქიტექტურულად სწორად ჩაეწერა ძველი თბილისის ულამაზეს გარემოში.
#ახალიტფილისი2018