თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ “ახალი ტფილისის” მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში თბილისის მუზეუმების გაერთიანება-ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია განახორციელა.
პროექტის ფარგლებში: შენობას ჩაუტარდა გადაუდებელი კონსტრუქციული გამაგრების მასშტაბური სამუშაოები, შეიცვალა შენობის გადახურვა და მოწესრიგდა წყლის მოცილების სისტემა,
სრულად დარესტავრირდა და აღდგა შენობის ისტორიული შიდა და გარე მხარე, განახლდა და შეიცვალა ხის და რკინის ნაკეთობები და მხატვრული დეტალები მთელს შენობაში, მოწესრიგდა ყველა საკომუნიკაციო-საინჟინრო ქსელი, მოეწყო ახალი გეგმარება მუზეუმის მუშაობის თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით, შენობაში დამონტაჟდა ახალი განათების, გაგრილება-გათბობის და ვენტილაციის სისტემები სამუზეუმო სივრცეების სტანდარტებით, შენობა სრულად ადაპტირდა შშპ მოთხოვნების შესაბამისად და კეთილმოეწყო შიდა ეზო.
სამუშოების შედეგად შენობამ დაიბრუნა ისტორიული იერსახე და ღირებულება, მუზეუმს გაუჩნდა განვითარების უნიკალური შესაძლებლობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მატერიალური ბაზის სახით.
#ახალიტფილისი2018