село ремонтное
თბილისის განვითარების ფონდის განცხადება 2015 წელს ჩატარებული კონკურსების შესახებ
креативные Joomla шаблоны.
17.04.2015
თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებზე თებერვლის თვიდან 14 აპრილის ჩათვლით 7 საპროექტო კონკურსი გამოაცხადა, მათ შორის 5 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო 2 მათგანი კვლევებზე, რომელიც ითვალისწინებს ძველ თბილისში ისტორიული უბნების განვითარებას.
1. დ.აღმაშენებლის N36-34 -ში მდებარე სახლების რესტავრაცია-რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოცხადდა 19 თებერვალს. წინადადებების მიღება მიმდინარეობდა 5 მარტის 18:00 საათამდე. საპროექტო ღირებულება 79 831.60 ლარია. წინადადება წარმოადგინა ა(ა)იპ „ინჟინრულმა აზრმა“ და „IKOMOS/საქართველომ . კონკურსში გაიმარჯვა „IKOMOS/საქართველომ“, რომლის მიერ წარმოდგენილი წინადადება სრულად შეესაბამებოდა საკონკურსო პირობებით დადგენილ კრიტერიუმებს.
2. დ.აღმაშენებლის N 184-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა 11 მარტს, ხოლო პრეტენდენტებს წინადადებების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ 12-დან - 18 მარტის 18:00 საათამდე. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 42 000 ლარი. წინადადება წარმოადგინა ა(ა)იპ „ინჟინრულმა აზრმა“ , რომელიც გამარჯვებულად დასახელდა.
3. ქ. თბილისის ურბანული განვითარების კონცეფცია(პროექტი), რომლის
გამოცხადების თარიღია 4.03.2015 , წინადადებების წარმოდგენის ვადა 9 ,მარტიდან 13 მარტის ჩათვლით 17:00 საათამდე. წინადადება წარმოადგინა ერთმა კონკურსანტმა, ეს არის შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკი“, რომლის მიერ წარმოდგენილი წინადადება სრულიად ესატყვისება დადგენილ მოთხოვნებს. კომპანიასთან გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება 215 000 ლარზე.
4. ღვინის აღმართი N1,N3, N5-ში მდებარე შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის და ნაწილობრივი რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის
გამოცხადების თარიღია 24.03.2015, წინადადებების წარმოდგნის ვადა 1.04-6.04 14 :00 საათამდე, ღირებულება 135 000 ლარს შეადგენს.
მონაწილეობა მიიღო კომპანიებმა: „ინჟინრული აზრი“, შპს „რესტავრატორები და კომპანია“, შპს „არკო 04“, „ IKOMOS/საქართველო“, შპს“გეომეფი“.
კონკურსში გაიმარჯვებულ კომპანიად დასახელდა „IKOMOS/საქართველო“.
5. ღვინის აღმართი N7-ში მდებარე შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულება შეადგენს 40 779 ლარს. კონკურსი გამოცხადდა 24 მარტს, ხოლო წინადადებების წარმოდგენის ვადად განსაზღვრული იყო 30 მარტიდან 3 აპრილის 14:00 სთ.
კონკურსში მონაწილეობდნენ: შპს „ ართ ბილდინგი“, ა(ა)იპ „ინჟინრული აზრი“და შპს „Arch-R ჯგუფი“ , სადაც გამარჯვებულად დასახლდა „ართ ბილდინგი“.
6. ღვინის აღმართი N8-ში მდებარე შენობების, ფასადების რეაბილიტაციის პროექტი , რომლის ღირებულებაა 35 000 ლარი, ხელშეკრულება გაფორმდა 30 745 ლარზე.
კონკურსი გამოცხადდა 24 მარტს, წინადადების წარმოდგენის ვადა 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით 15:00 საათამდე განისაზღვრა.
მონაწილეობდნენ კომპანიები: ა(ა)იპ „ინჟინრული აზრი“ და შპს „Arch-R ჯგუფი“. კონკურსში გაიმარჯვა შპს „Arch-R ჯგუფმა“.
7. ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის კონსერვაციის გეგმის პროექტი. ღირებულება 200 000 ლარი , გამოცადების თარიღი 14.04.2015 , წინადადებების წარმოდგენის ვადა 27 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით 14:00 საათამდე .
აღნიშნული კონკურსები წარიმართა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. კერძოდ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „კონკურსის მეშვეობით, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ ზღუდავს შემსყიდველ ორგანიზაციას განსაზღვროს საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის ვადა. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანების მე-4 მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, საკონკურსო წინაადების წარდგენის ვადები განისაზღვდება საკონკურსო პირობებით. ამავე წესის თანახმად საკონკურსო პირობები წარმოადგენს საკონკურსო განცხადების შესყიდვის ობიექტისა და კონკურსანტის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისივე შეხედულებისამებრ დადგენილი მოთხოვნების ერთობლიობას.
ხაზს ვუსვამთ, რომ ფონდის მიერ გამოცხადებული საკონკურსო წინადადებების მიღება წარმოადგენს საკმაოდ გონივრულ ვადებს და აღემატება 5 დღეს.
თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლიდან დღემდე ჩატარებული კონკურსების შედეგად სახსრების რაციონალურ ხარჯვას მიაღწია.
საკონკურსო კომისიები დაკომპლექტებულია არა მარტო შესაბამისი დარგის სპეციალისტებისგან, არამედ მოწვეული ექსპერტებისგან, როგორებიც არიან : არქიტექტორ-რესტავრატორი გიორგი ჭანიშვილი(გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი), მალხაზ ბედიაშვილი (საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი), არქიტექტურის დოქტორი გიორგი შაიშმელაშვილი და ა.შ.
თბილისის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კონკურსები მიმდინარეობს სამართლებრივად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge და თბილისის განვითარების ფონდის ვებ-გვერდსა tdf.ge და ფეისბუქის გვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ფონდის პიარ-მენეჯერი ნათია ქემაშვილი
ტელ: 2 47 00 14,