обзоры автоновинок kaps4karing.com
село ремонтное


თბილისის განვითარების ფონდის განცხადება ბეთლემის ქუჩა N10 - ში მდებარე სამშენებლო ობიექტზე გზის მოშლის შესახებ

Здесь новыешаблоны Joomla
креативные Joomla шаблоны.
13.07.2015

  ბეთლემის ქუჩა N10-ში, სადაც თბილისის განვითარების ფონდი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, 3 ოქტომბერს უსაფრთხოების მიზნით, პროექტით გათვალისწინებული მიწის მოჭრის სამუშაოების ჩასატარებლად კონტრაქტორმა კომპანია „GBC”-იმ სამშენებლო ღობე საავტომობილო გზაზე 3 მერით გადაწია (რაც პროექტით გათვალისწინებული და შეთანხმებული იყო). ღობე მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ თვითნებურად მოშალა, რის შედეგადაც, ავტომანქანების მოძრაობამ გზის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. კონტრაქტორი კომპანიის მიერ  უსაფრთხოების ზომები დროულად იქნა  მიღებული, აღნიშნულ მონაკვეთზე დაიდგა მედროშე - გამაფრთხილებლები და გამოძახებული იქნა საპარტულო პოლიცია, ოპერატიულად მოხდა თბილისის განვითარების ფონდისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მობილიზება.

   ბეთლემის ქუჩა N10-ში სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების მიზნით უკვე აღდგენილია  დროებითი სამშენებლო ღობე და დაზიანებული საკანალიზაციო მილი, რომლის აღდგენაც ინციდენტიდან 1 საათში ოპერატიულად მოხდა.
ბეთლემის ქუჩა N10-ში ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის დემონტაჟი 2025 წლის ივლისში დაიწყო და სექტემბრის თვეში დასრულდა. დემონტაჟის პროცესში, გზის ჩანგრევის თავიდან ასაცილებლად, ჩატარდა  სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ უსაფრთხოების მიზნით, საჭირო იყო საყრდენი კედლის შენარჩუნება სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე.  პროექტირებისას გათვალისწინებული იქნა გზის ამ მონაკვეთზე განიერი საყრდენი კედლის მოწყობა, რისთვისაც აუცილებელია აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის მოჭრის სამუშაოების ჩატარება.  კედლის აშენების შემდეგ მოხდება სავალი გზის აღდგენა, რასაც დასჭირდება არაუმეტეს 3 თვე.
აღნიშნული გზის შეზღუდვის მიუხედავად, ბეთლემის ქუჩაზე მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს არსებული ალტერნატიული გზით. გარდა ამისა, კონტრაქტორ კომპანია „GBC”-ისა და გზის აღნიშნული მონაკვეთის მომიჯნავე მიწის კერძო მესაკუთრეს შორის მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება და მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება, რათა მოსახლეობისთვის დამატებით მოეწყოს შედარებით მოკლე საავტომობილო გზა, რომლის მშენებლობაც 10 დღის ვადაში განხორციელდება.
ბეთლემის ქუჩა N10-ში საცხოვრებელი სახლის სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის აგვისტოსთვის დასრულდება და აღნიშნულ მისამართზე 13 ბინათმესაკუთრე, რომელსაც ფონდი ყოველთვიურად ბინის ქირას - 400 ლარს უხდის, ახალ რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდება.

 

 

გმადლობთ,

თბილისის განვითარების ფონდის ადმინისტრაცია

 

Здесь новые шаблоны для dle
TOP