
დღეს დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე ქეთი მატაბელის და გია გუგუშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

''ახალმა ტფილისმა'' თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთ სპექტაკლს უმასპინძლა. 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე რეჟისორისა და ქორეოგრაფის, დენ კანჰემის სპექტაკლი ''მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე'' გაიმართა. „მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე“ ამაღელვებელი საცეკვაო წარმოდგენაა, რომელშიც ექვსი ქალი მოცეკვავე და ცოცხალი ბენდი ძველ ცეკვას ახლებურ სიცოცხლეს შთაბერავს, შეუპოვარი რიტმებით და სილაღით სავსე მოცეკვავეები ხელახლა აღმოაჩენენ, რას ნიშნავს კოლექტიურად მოძრაობა.

დავით აღმაშენებლის გამზირზე, პროექტი "ახალი ტფილისის" ფარგლებში, საფეხმავლო მონაკვეთში დეკორატიული ყვავილები მუდმივი ნარგავებით ჩანაცვლდა. ქოთნებში ჩარგული მცენარეები ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად გადაეცა.

დღეს ოთარ თაქთაქიშვილის მეცხრამეტე სამუსიკო სკოლის ორკესტრმა, დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე კონცერტი გამართა.

"პანტომიმის თეატრის" მსახიობებმა დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე წარმოდგენა გამართეს.

"ახალი ტფილისი" დღეს თბილისის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობდა. ფესტივალის ფარგლებში, პოლონური თეატრი კტო "პერეგრინუსით " წარსდგა..

დღეს დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, მარიონეტების სპექტაკლი - ფიფქია და შვიდი ჯუჯა გაიმართა. სპექტაკლი შეიქმნა თეატრალურ უნივერსიტეტში, რომელიც შემდგომ ახმეტელის თეატრმა აღადგინა. დამდგმელი რეჟისორი - ბესიკ ჩიტიძე.

"ახალი ტფილისი" დღეს თბილისის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობდა. ფესტივალის ფარგლებში, პოლონური თეატრი კტო "პერეგრინუსით " წარსდგა..