
თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. დავით აღმაშენებლის განახლებული გამზირი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ გახსნეს. გახსნის ღონისძიება ბიგ-ბენდის კონცერტით დაიწყო, რომელიც აღმაშენებლის N59 - ში მოწყობილ ვერტიკალურ მწვანე კედელთან გაიმართა.

თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტი „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე გაეცნენ.

პროექტი „ახალი ტფილისის“ I ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის N12-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია სრულდება.
შენობა აგებულია 1867 წელს და გამორჩეულია თავისი ფუნქციით, დავით აღმაშენებლის N12-ში (მიხეილის პროსპექტის N12) მდებარეობდა ცნობილი სასტუმრო - „გერმანული ნომრები.

დავით აღმაშენებლის N26-ში მდებარე შენობა, გამზირის განაშენიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს და აღნიშნულ არეალში საერთო მხატვრულ-არქიტექტურულ სურათს ქმნის.
ისტორიული შენობის პროექტი, გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და გიორგი სოლომონის ძე აბულაძემ, თავისი მეუღლის - ნინა აბულაძის მიწაზე ააშენა. საცხოვრებელი სახლი სამსართულიან კლასიცისტურ-რენესანსული სტილის ნაგებობას წარმოადგენს.

ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაცია, თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების - „ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ ხორციელდება.
ნარიყალას ციხე-სიმაგრე სხვადასხვა დროში აშენებული მრავალფენიანი ისტორიული ძეგლია, გაშლილია ვრცელ ფართობზე და მოცულობით სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს.

პროექტი „ახალი ტფილისის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის N31-ში მდებარე XIX საუკუნის II ნახევარში აგებული კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია სრულდება.
რომისა და აღმაშენებლის კუთხეში მდებარე ორსართულიანი შენობის შესახებ ისტორიული ცნობები შენობის პირველი მესაკუთრის, არქიტექტორისა და ფუნქციური დატვირთვის შესახებ, საარქივო მასალებში დაცული არ არის.

დავით აღმაშენებლის N59-ის ფასადზე, ვერტიკალური გამწვანების სამუშაოები მალე დასრულდება.

პროექტი „ახალი ტფილისის“ სარეაბილიტაციო საუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის N29-ში მდებარე XIX საუკუნის II ნახევარში აგებული კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია სრულდება.
„შემოსავლიან სახლად“ წოდებული შენობა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, აუშენებია შეძლებულ თბილისელ-სომეხ მეწარმეს - ვინმე კამოევს, რომლის შთამომავალიც ამ სახლში 2003 წლამდე ცხოვრობდა.