სიახლეები
ყველა სიახლე --
27 January 2020 by Super User, in News
დედაქალაქის მერი გუდიაშვილის მოედანზე ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
27.01.2020 დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან,...იხილეთ ვრცლად + -
04 November 2019 by Super User, in News
რომის ქუჩის N4-ში მდებარე ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო
04.11.2019 თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული ძეგლების...იხილეთ ვრცლად + -
30 September 2019 by Super User, in News
ყვავილების პავილიონის მშენებლობა ორბელიანის მოედანზე
30.09.2019 ორბელიანის მოედანზე პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ყვავილების პავილიონის...იხილეთ ვრცლად +
დასრულებული პროექტები

იხილეთ ვრცლად +
კალა უბანი
მეიდნის ახლოს მდებარე კალაუბანი ისტორიულად უძველესი უბნის, "კალას" ერთერთი ცენტრალური მოედანია. კალაუბანი ხასიათდება ძველი თბილისის ეკლექტიკური სტილით და მკვეთრი კონტრასტულობით, ყოველი ადგილი მოგვითხრობს ისტორიას და გარშემორტყმულია თანამედროვეობით გაცოცხლებული ძველი თბილისის ტრადიციებით.

იხილეთ ვრცლად +
აღმაშენებლის გამზირი
თბილისის ამ ძველ უბანს თავდაპირველად ეწოდებოდა მიხეილის გამზირი, კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის პატივსაცემად (გამზირზე აშენებულ საავადმყოფოს დღემდე შემორჩა სახელი „მიხაილოვი“). საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის დროს ერქვა პლეხანოვის გამზირი, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა.

იხილეთ ვრცლად +
მეტეხის წარბი
თბილისის ისტორიულ ნაწილში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კლდის პირზე შეფენილი ძველთბილისური განაშენიანება გვხვდება, რომელიც "მეტეხის წარბის" სახელწოდებითაა ცნობილი. “მეტეხის წარბის” განაშენიანება XIX ს-ის ხის აივნიანი სახლებისაგან შედგება. გადმოკიდებული თბილისური სახლების კომპოზიცია, ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავია ქალაქის მხატვრულად ღირებულ ურბანულ მონაკვეთებს შორის.

იხილეთ ვრცლად +
ნიკო გომელაურის სკვერი
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა. იატაკი და კედლები მოპირკეთდა მაღალი ხარისხის ფილებით(ბაზალტი), ირგვლივ ჩატარდა გამწვანების სამუშაოები , დაირგა დეკორატიული მცენარეები, კიბეებზე დამაგრდა რკინის მოაჯირები, დაიდგა სკამები, სკვერში დამონტაჟდა სანათები, გაკეთდა სარეკლამო აბრა.
село ремонтное