დიღმის ჭალების საქალაქო პარკის მოწყობის წინასწარი გარემოსდაცვითი დოკუმენტის საჯარო განხილვა
გაცნობებთ, რომ 2021 წლის 22 ივნისს, 11:00 საათზე დიღმის ოლიმპიური კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია (ოლიმპიური საცურაო აუზის პირდაპირ) ჩატარდება დიღმის ჭალებში მუნიციპალური პარკის მოწყობის პროექტის გარემოზე წინასწარი ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს „სიცოცხლის უნარიანი ქალაქების“ საინვესტიციო პროგრამის ნაწილს, რომლის მიზანია ქალაქის ეკოლოგიური ღირებულების გაუმჯობესება და რეკრეაციული და სამოქალაქო კეთილმოწყობის გაუმჯობესება. საჯარო განხილვაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.
პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებაა ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი, რომელიც დაფუძნებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობა და თქვენი მოსაზრებებისა და შენიშვნების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
- ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა #20, info@tdf.ge, ვებგვერდი: tdf.ge
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ჟიული შარტავას ქუჩა #7, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის facebook გვერდი.
დაინტერესებული პირების მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 21 ივნისი.
მოკლედ პროექტის შესახებ
- პროექტის სახელწოდება:დიღმის ჭალებში მუნიციპალური პარკის მოწყობის პროექტი, რომელიც ნხორციელდება “სიცოცხლისუნარიანი ქალაქები დაბალანსებული განვითარებითვის” პროგრამიოს ქვეშ
- დონორი: აზიის განვითარების ბანკი
- დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: თბილისის განვითარების ფონდი
მოკლედ პროექტის შესახებ
- პროგრამის მიზანია თბილისის მწვანე გარემოს გაუმჯობესება, ქალაქისთვის რეკრეაციული და საქალაქო კეთილმოწყობის უზრუნველყოფა, რაც განპირობებულია მდინარე მტკვრის სანაპიროზე მისი უნიკალური მდებარეობით.
- ახალი მუნიციპალური პარკის მოსაწყობად შერჩეული ტერიტორია დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, ეგრეთ წოდებულ „დიღმის ჭალებში“, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ახალი პარკის საერთო ფართობი შეადგენს 84 265 მ2.
- ქვეპროექტის განხორციელება ერთის მხრივ ქალაქის ტერიტორიის 8,4 ჰექტარზე მეტი ფართობის ნარჩენებისა და ნაგვისგან გაწმენდას უზრუნველყოფს, ხოლო მეორეს მხრივ ახალ სასიამოვნო რეკრეაციულ სივრცეს შექმნის მოქალაქეებისთვის და უზრუნველყოფს ქალაქისთვის დამახასიათებელ კეთილმოწყობას.
- ქვეპროექტი ითვალისწინებს პარკში შემდეგი ზონების მოწყობას: (i) კულტურულ-საგანმანათლებლო ზონა, (ii) ბავშვების სათამაშო მოედანი, (iii)სასეირნებელი ზონა, (iv) სპორტული ზონა და (v) დასასვენებელი ზონა მდინარის ნაპირთან. ასევე, მოეწყობა ხელოვნური ტბა 2,176 მ2 ფართობის და 2,830 მ3 მოცულობის მქონე.
ქვეპროექტის ფართობი
- პარკის მოსაწყობად შერჩეული ტერიტორია ძლიერ დეგრადიებულია, მისი უმეტესი ნაწილი ბუნებრივი მცენარეული საფარის გარეშეა, თითქმის მთლიანი ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით არის დაფარული და მის მცენარეულ საფარს მხოლოდ მეჩხერი სარეველა მცენარეები შეადგენს.
- ქვეპროექტისთვის გამოყოფილი ადგილის აღმოსავლეთი საზღვარი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიუყვება, სადაც მცირე ფრაგმენტებით წარმოდგენილია ახლომდებარე ტყეებისთვის დამახასიათებელი ჰაბიტატები, რომელთა შორისაც დომინირებს ვერხვი. ქვეპროექტის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ჰაბიტატის შედარებით უფრო დიდი ფრაგმენტია წარმოდგენილი, რომელიც წარმოადგენს ტიპიური მცენარეული სახეობების ნაკრებს, რომელიც შედგება ადგილობრივი, ინვაზიური და ქვეყნის შიგნით გავრცელებული მცენარეებისგან, რომლებიც წყლით და ადამიანის საქმიანობის შედეგად იქნა გავრცელებული.
- ამჟამად ქვეპროექტისთის განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი სამშენებლო ნარჩენებით, ნაგვით არის დაფარული. წინა წლებში ეს ტერიტორია გამოიყენებოდა, როგორც უკონტროლო, არალეგალური ნაგავსაყრელი, სადაც ხდებოდა სამშენებლო ნარჩენების განთავსება. ქვეპროექტის განხორციელების შედეგად მოხდება აღნიშნული საქმიანობის შეჩერება, არსებული ნარჩენებს გაიტანენ და განათავსებენ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე.
დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები
- პარკში იგეგმება სატუმბი სადგურის მოწყობა მდ. მტკვრიდან ხელოვნური ტბის წყლით შესავსებად. პარკის მთავარი შესასვლელი იქნება ბელიაშვილის ქუჩიდან. პარკის შესასვლელთან მოეწყობა ორი ავტოსადგომი.
- ქვეპროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთსართულიანი ამფითეატრის, მედიაცენტრისა და კაფე-პავილიონის მშენებლობა, ასევე მოეწყობა სკეიტ პარკი. მდინარის ნაპირის მდგრადობისთვის და გვერდითი ეროზიისგან დაცვის მიზნით, ქვეპროექტით გათვალისწინებულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 380 მ სიგრძის ნაპირდამცავი კედლის მოწყობა მომავალი პარკის ჩრდილოეთი საზღვრიდან გლდანის ხიდამდე.
- მუნიციპალური პარკის მიერ დაკავებული ტერიტორიის გასწვრივ მოეწყობა 541,6 მ სიგრძის, 0,4 მ სიგანისა და დაახლოებით 5 მ სიმაღლის მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი. საყრდენი კედლის დაშორება მტკვრის ნაპირიდან გათვალისწინებულია მინიმუმ 25 და მაქსიმუმ 85 მეტრი.
- წოწორას ხევი ბელიაშვილის ქუჩიდან 300 მეტრის სიგრძის დახურულ არხში განთავსდება. პარკის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ჩამდინარე წყლების ბიოლოგიურად გამწმენდი ორი მოწყობილობა. ქვეპროექტი ითვალისწინებს აგრეთვე პარკის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოების ჩატარებას და ხეების დარგვას.
IEE-ს შემუშავება
- პროექტისთვის ჩატარებული გარემოსდაცვითი შეფასების შედეგების თანახმად, გარემოზე მოსალოდნელი რისკებისა და ზემოქმედებათა უმეტესობა, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბების იქნება და ქალაქის ფარგლებში წარმოებული სამშენებლო სამუშაოებით შემოიფარგლება. პოტენციური ზემოქმედება მცირეა და ჩვეულებრივ ეხება კონკრეტულ უბანს, დიდ წილად შექცევადი ხასიათისაა და მისი გავრცელების არეალი მხოლოდ პროექტისთვის განკუთვნილი ტერიტორიით შემოიფარგლება. ამასთანავე ამ ზემოქმედებათა შემცირება თუ აცილება ადვილად მოგვარდება შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით.
- ქვეპროექტისთვის განკუთვნილი ტერიტორიის იმ პატარა კუნძულთან სიახლოვის გამო, რომელიც IFC PS 6 და GN 6 მიხედვით ბიომრავალფეროვნების მხრივ დიდი მნიშვნელობის მქონე და კრიტიკულ ჰაბიტატად არის მიჩნეული, მოცემული ტერიტორიის შემდგომი კონკრეტული შეფასება და ისეთი კვლევები, როგორიცაა ხელფრთიანების მიზნობრივი შესწავლა ზაფხულში, წავების მდგომარეობის შეფასება სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე და მობუდარი და გადამფრენი ფრინველების სახეობების დამატებითი ორნიტოლოგიური კვლევები უნდა ჩატარდეს IEE-ის საბოლოო, დამუშავებული ვერსიის მომზადების ფარგლებში.
- უასევე ნდა მოხდეს ქვეპროექტის პოტენციური ზემოქმედების განმეორებითი შეფასება, დიზაინის კორექტირება და საჭიროების შემთხვევაში შემარბილებელი ზომების განახლება, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეპროექტმა (i) არ გამოიწვიოს გარემოზე მნიშვნელოვანი მასშტაბების მქონე შეუქცევადი, მრავალმხრივი ან უპრეცედენტო ზემოქმედება; და (ii) გავლენა არ იქონიოს იმაზე მეტ უბნებზე და ობიექტებზე, რაც ფიზიკურად ჩასატარებელი სამუშაოების მიხედვით არის გათვალისწინებული
დაინტერესებული მხარეების ჩართულობა
- IEE-ის პროექტი მოიცავს გარემოსდაცვითი მართვის გეგმას (EMP) და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმას, რომლებიც მომზადებულ უნდა იქნეს წინასწარი გარემოსდაცვითი შეფასების გათვალისწინებით. სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. კონტრაქტორი უზრუნველყოფს EMP-ის (SSEMP) მომზადებას კონკრეტული სამუშაო უბნისთვის მისი სპეციფიკის გათვალისწინებით. სამუშაოების წარმოება დაუშვებელია, სანამ თბილისის განვითარების ფონდი არ განიხილავს და არ გასცემს ნებართვას სამშენებლო საქმიანობის დაწყებაზე.
- IEE-ის მომზადების ფარგლებში უნდა ჩატარდეს კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან პროექტის შესახებ მოსაზრებებისა და ინფორმაციის შესაგროვებლად. COVID-19 პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე, უშუალო ურთიერთობების კუთხით დაწესებული შეზღუდვების გამო საზოგადოებრივი საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. შემდგომი კონსულტაციები ჩატარდება პროექტირების ეტაპზე და პროექტის დასრულებამდე გაგრძელდება. კონსულტაციები მიმართული იქნება დაინტერესებული მხარეების ინფორმირებაზე პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობათა და მათი მოცულობის, ასევე ქმედებების შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედებისა და იმ საჭირო ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულ უნდა იქნეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი სახის შესაძლო ზემოქმედება შემოიფარგლოს მხოლოდ სამუშაო არეალით და არანაირი გავლენას არ მოახდინოს გარემოზე და მოსახლეობაზე.
- კონსულტაციების პროცესი გაგრძელდება და მისი მასშტაბები უფრო გაფართოვდება პროექტის განხორციელების პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაინტერესებული მხარეების სრული ჩართულობა პროექტში და ის, რომ მათ შეეძლოთ მონაწილეობის მიღება მის მსვლელობაში, დასრულებასა და შესრულებაში. აღნიშნული დაინტერესებული მხარეების მიერ წამოჭრილი ნებისმიერი მოსაგვარებელი საკითხისა და/ან კომენტარის შესახებ გაკეთდება შესაბამისი ჩანაწერი და სათანადოდ დაფიქსირდება IEE-ის განახლებულ ვერსიაში.
პოტენციური ზემოქმედება
- პროექტის დიზაინის შეფასების, საველე კვლევების, ხელთ არსებული საბაზისო გარემოს აღწერის შემცველი მონაცემების თეორიულად დამუშავებისა და კონსულტაციების საფუძველზე დიღმის ჭალებში მუნიციპალური პარკის მოწყობა, მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას არ გამოიწვევს.
- პოტენციური ზემოქმედება, რომელიც ძირითადად მშენებლობასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეიძლება შემცირებულ იქნეს სტანდარტულ დონეებამდე EMP-ში რეკომენდებული ზეგავლენის შემარბილებელი ზომებისა და პროცედურების ჩართვის ან გამოყენების საშუალებით. ოპერირების ეტაპზე გარემოზე შესაძლო ზემოქმედება თავს იჩენს მოწყობილი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის საქმიანობიდან გამომდინარე და დაკავშირებული იქნება მყარი ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების წარმოქმნასთან.
- იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს თბილისის „ზურმუხტის ზონად“ დასახელების კანდიდატი „წავების კუნძულთან“ ძალიან ახლოს (არაპირდაპირი ზემოქმედების ზონა), რომელიც IFC PS6-ისა და GD 6-ის თანახმად კრიტიკულ ჰაბიტატად არის მიჩნეული, შემდგომი კონკრეტული შეფასება და კვლევები, როგორებიცაა: ხელფრთიანთა მიზნობრივი კვლევა ზაფხულის განმავლობაში, წავების მდგომარეობის შეფასება, მობუდარი და გადამფრენი ფრინველების დამატებითი ორნიტოლოგიური კვლევები, ჩატარებულ იქნება EMP-ის მოთხოვნების თანახმად.
- უნდა მოხდეს ქვეპროექტის პოტენციური ზემოქმედების განმეორებითი შეფასება, დიზაინის კორექტირება და საჭიროების შემთხვევაში შემარბილებელი ზომების განახლება, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეპროექტმა (i) არ გამოიწვიოს გარემოზე მნიშვნელოვანი მასშტაბების მქონე შეუქცევადი, მრავალმხრივი ან უპრეცედენტო ზემოქმედება; და (ii) გავლენა არ იქონიოს იმაზე მეტ უბნებზე და ობიექტებზე, რაც ფიზიკურად ჩასატარებელი სამუშაოების მიხედვით არის გათვალისწინებული
დამბისა და ბერმის დიზაინი
- IEE-ის ფარგლებში ჩატარდა პროექტის სამშენებლო უბანზე დაგეგმილი ნაპირსამაგრი საინჟინრო პროექტი ჰიდროლოგიური შეფასება,
- შეფასების თანახმად, ბერმის წარმოდგენილი დიზაინი, რაც პროექტით არის გათვალისწინებული, დანამდვილებით გამოიწვევდა კუნძულის ნაპირის ეროზიას , რაც გამოიწვევდა არამარტო მდინარის ჰიდრავლიკის დარღვევას, არამედ ასევე წავების ჰაბიტატის მოშლასაც.
- ჰიდროლოგიური დასკვნიდან გამომდინარე განხორციელდა სამშენებლო უბანზე დაგეგმილი ნაპირსამაგრი საინჟინრო პროექტის დიზაინის ცვლილება რაც უზრუნველყოფს ქალაქის ახალი პარკის ტერიტორიის საიმედო დაცვას დატბორვისაგან და როგორც მდინარის მარჯვენა სანაპიროს, ასევე კუნძულის მოსალოდნელი ეროზიის თავიდან აცილებას.
ზოოლოგიური კვლევა – კუნძული მდინარე მტკვარში
2018-2020 წლებში მდინარე მტკვარზე (გლდანის კუნძულებზე) ჩატარებული კვლევის მასალები გამოყენებული იქნა პრეზენტაციაში. 2018-2019 წლებში ჩატარებული გამოკითხვის დროს, ევრაზიის წავებს (Lutra lutra) რეგულარულად იღებდნენ ფოტოხაფანგით. 2018 წლის 24 იანვარს N41.78524 / E44.78871 კოორდინატებზე შეინიშნებოდა ევრაზიული წავის წყვილი. 2019 წლის 18 მაისს, N41.78416 / E44.78710 კოორდინატებზე დაფიქსირდა მდედრი ევრაზიის წავი 3 ნაშიერთან ერთად.
პოტენციური ზემოქმედება წავებზე (Lutra lutra)
- ევრაზიული წავებისათვის მათი გამრავლების პერიოდში კუნძულზე და კუნძულის სიახლოვეს წარმოებული ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობა საფრთხეს წარმოდგენს . იმის გათვალისწინებით, რომ წავებს გამრავლების სეზონური ციკლი არ გააჩნიათ, აუცილებელია, კუნძულის სიახლოვეს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე უშუალოდ კუნძულზე, კონკრეტულ პერიოდში განხორციელდეს წავების შეფასება სპეციალისტის მიერ.
- ევრაზიული წავისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ მაწანწალა შინაური ცხოველები (კატები, ძაღლები), რომლებიც კუნძულზე საფეხმავლო ხიდის მეშვეობით შეიძლება მოხვდნენ.
- ნაპირსამაგრი ნაგებობები უნდა აშენდეს ისე, რომ მდინარის ნაპირს შეუნარჩუნდეს ბუნებრივი ხასიათი.
- კუნძულის მახლობლად არ უნდა განთავსდეს მაღალი ინტენსივობის განათების მქონე და ხმაურის გამომწვევი ობიექტები.
ჩამდინარე წყლების მართვა – წოწორას ხევი
- როგორც წოწორას ხევის საპროექტო დოკუმენტშია ნახსენები (ახსნა-განმარტებითი შენიშვნა), საკანალიზაციო სისტემები თვითნებურად არის დაკავშირებული არსებულ არხთან (GWP ამჟამად მუშაობს ამ საკითხის მოგვარებაზე);
- პროექტი ითვალისწინებს დროებითი არხის მშენებლობას, რომელშიც დროებით გაიშვება წოწორას ხევის წყალი.
- პროექტის დიზაინით ჩამდინარე წყლების გაწმენდა გათვალისწინებული არ არის.
რეკომენდაციები
ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც გამოიყენება პროექტზე, რათა არ მოხდეს მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე, რომელიც იქნება შეუქცევადი ან უპრეცედენტო
- მოიცავით IEE და EMP სატენდერო და საკონტრაქტო დოკუმენტებში;
- განაახლეთ / გადახედეთ IEE საიტს სპეციფიკურ პირობებზე დაყრდნობით, კონტრაქტორების მუშაობის მეთოდოლოგიას ან თუ არ არის მოსალოდნელი ზემოქმედება, მასშტაბის ცვლილება, გასწორება ან ადგილმდებარეობა.
- IEE- ს დახვეწილი ვერსიის მომზადების დროს, ჩაიტარეთ ქიროპტერების მიზნობრივი გამოკვლევა ზაფხულის განმავლობაში, წავების მდგომარეობის შეფასება სამოქალაქო სამუშაოების დაწყებამდე, ბუდესა და მიგრირებადი ფრინველის სახეობების კვლევების დამატებითი ორნიტოლოგიური გამოკვლევა და დარწმუნდით, რომ დასკვნები გათვალისწინებულია SSEMP და BAP.
- მოსთხოვეთ კონტრაქტორს, წარუდგინოს SSEMP სამუშაოების დაწყებამდე და არ დაუშვას სამუშაოები, სანამ SSEMP არ იქნება მკაფიო NNLE TDF.
- დარწმუნდით, რომ დემონტაჟი არსებული მასალები უნდა შემოწმდეს საშიში შინაარსის შესახებ და მომზადდეს ნარჩენების დამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და განადგურების სამოქმედო გეგმა და ეცნობოს კონტრაქტორებს და პროექტის განხორციელების პროცესში მკაცრად განხორციელდეს მონიტორინგი.
- დარწმუნდით, რომ ნარჩენები (მყარი და თხევადი) უნდა იყოს შენახული და განთავსებული დანიშნულ ადგილზე / ობიექტში (დაუშვებელია ვაკანტურ ნაკვეთზე გადაყრა);
- კონტრაქტორისთვის კონტრაქტის მინიჭებისას უსაფრთხოების ზომების მიღება;
- მკაცრად გააკონტროლეთ EMP- ის განხორციელება
- სამუშაოების დაწყებამდე დარწმუნდით, რომ კონტრაქტორმა დანიშნა EHS კვალიფიციური ოფიცრები
- რეგულარულად დოკუმენტაცია და ანგარიშგება, როგორც მითითებულია IEE- ში;
- დაინტერესებულ მხარეებთან უწყვეტი კონსულტაცია
- ინფორმაციის დროული გამჟღავნება და GRM დაარსება
- კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების ჩათვლით, პირველი დონის GRM– ში მონაწილეობა;
- ააიპ TDF– ის, ზედამხედველობითი კონსულტანტებისა და კონტრაქტორების ვალდებულება, დაიცვან გარემო და ხალხი ნებისმიერი ზემოქმედებისგან პროექტის განხორციელების დრო.
ადგილმდებარეობა
- ადგილმდებარეობა: დედაქალაქის ჩრდილოეთნაწილში, ეგრეთ წოდებულ “დიღმის ჭალებში„მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.მუნიციპალური პარკი მდინარე მტკვრისმარჯვენა სანაპიროს გასდევს.
- ახალი ტიპის განვითარებით, დაგეგმილიადაბალანსდეს ცენტრის შექმნა და მდინარისნაპირის აღდგენა.
- გათვალისწინებულია შშმ პირებზეადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ზონებისა და ობიექტების მოწყობა
- 600 მ2 ფართობის მქონე ძაღლებისსასეირნო ზონა;
- ველოსიპედის და საფეხმავლო ბილიკებიპარკის მტელ ტერიტორიაზე.
- 2 ავტოსადგომი : 1220 მ2 ფართობის და 680მ2 ფართობის მქონე;
- ხელოვნური ტბა 2176 მ2 ფართობით;
- მრავალწლიანი ხეებისა და გაზონისგაშენება პარკის ტერიტორიაზე;
- ერთსართულიანი ამფითეატრი, მედიაცენტრი და კაფე-პავილიონი 2280 მ 2ფართობით;
- ბავშვების გასართობი სივრცე 1580 მ2ფართობით;
- სკეიტ პარკი 1100 მ2ფართობით;
- სპორტული სტადიონი 880 მ2 ფართობით.
პროექტის მოსალოდნელიშედეგები:
- ახალი, თანამედროვე დიზაინის მრავალფუნქციურიპარკის მოწყობა, რომელიც თავისი მასშტაბურობიდანგამომდინარე, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარსარეკრეაციო სივრცის ფუნქციას მიიღებს.
- დიღმის ჭალებში მდინარე მტკვრის სანაპიროზემისასვლელი სასეირნო ბილიკების მოწყობა. ამ მხრივ, ესტერიტორია უნიკალური იქნება, რადგან თბილისშისხვაგან მდინარე მტკვრის სანაპიროზე სეირნობაშესაძლებელი არაა, შესაბამისად, დიღმის ჭალების პარკიიქნება პირველი სარეკრეაციო სივრცე, რომელიცაღადგენს ადამიანების კავშირს მდინარესთან.
- მთლიანად პარკი დაგეგმარებულია „მწვანეარქიტექტურის“ პრინციპების შესაბამისად, რომლისფარგლებშიც, ასაშენებელი შენობა და კონსტრუქციებიმაქსიმალურად იქნება შერწყმული ბუნებასთან დალანდშაფტთან. ორიგინალური დიზაინის დაარქიტექტურული გადაწყვეტის მეშვეობით, პარკისპროექტის უმეტესი ნაწილი მწვანე სივრცეებს დაეთმობა.მოეწყობა, როგორც ღია დასასვენებელი და საპიკნიკეადგილები, ასევე, ხეებით ხშირად დაფარული მწვანესივრცეები.